საზოგადოება

უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში, თბილისიდან ყველაზე მეტი ადამიანი იტალიაში წავიდოდა

01.12.16 20:25


ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შემდგომ, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში. როგორც „კვირას“ ორგანიზაცია „ეი სი თი”- -დან აცნობეს, ოქტომბერში, ჩატარებული კვლევის მიხედვით, თბილისის მოსახლეობის სრულ უმრავლესობას (97%) სმენია საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ.

თბილისის მოსახლეობის 61%-ს კი უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში, ევროკავშირის ქვეყნის მონახულების სურვილი აქვს. თბილისელების 18% აცხადებს, რომ იტალიაში გაემგზავრებოდა, 17% საფრანგეთში, ხოლო 14% გერმანიაში.

აღსანიშნავია, რომ თბილისელების 25% უკვე ნამყოფია ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში. მათგან 11% გერმანიაში, 7%-7% კი იტალიაში, საფრანგეთსა და ჩეხეთში.

ქვემოთ მოცემულ სურათზე შეგიძლიათ იხილოთ თბილისის მოსახლეობის მიერ დასახელებული ქვეყნები და მათი პროცენტული წილი (ზოგ შემთხვევაში ერთი რესპოდენტის მიერ დასახელებულ იქნა რამდენიმე ქვეყანა).


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 577


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები