საზოგადოება

სემეკის სხდომაზე ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ცვლილების საკითხს განიხილავენ

28.12.23 13:05


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომაზე ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ცვლილების საკითხს განიხილავენ.

 

როგორც სხდომაზე სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა, ეკონომიკური და ტარიფის მდგენელი პარამეტრების გათვალისწინებით, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია ელექტროენერგიის ტარიფების კორექტირება.

 

სხდომაზე სემეკ-ის შესაბამისი დეპარტამენტები ტარიფის გაანგარიშების შესახებ საკითხს წარადგენენ, რაზეც შემდეგ კომისია იმსჯელებს.

 

„კომისია უყურებს ეკონომიკურ და ტარიფის მდგენელ პარამეტრებს და საჭიროა ტარიფების გადახედვა. კომისიამ მიიჩნია მიზანშეწონილად, დავაკორექტიროთ ელექტროენერგიის ტარიფები, რასაც ჩვენ სამომხმარებლო ტარიფს ვეძახით. მიეცა შესაბამისი დავალება ტარიფების და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტს. ისინი გაანგარიშებას წარმოადგენენ და კომისია ამაზე იმსჯელებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები