საზოგადოება

თბილისის საკრებულომ „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტი დაამტკიცა

28.12.23 16:30


თბილისის საკრებულომ „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი დაამტკიცა.

 

პროექტს მხარი 23 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი იყო 5.

 

შეგახსენებთ, რომ სხდომაზე საკრებულოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და ოპოზიციონერი დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

 

თავიდან, ერთმანეთს ურბანული დაგეგმარებისა და სამოქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, რევაზ სოხაძე და საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლილე ლიპარტელიანი დაუპირისპირდნენ.

 

მათ შორის კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც ლილე ლიპარტელიანი რეპლიკებით პასუხობდა რევაზ სოხაძეს, როდესაც ის „ლაგუნა ვერეს“ საკითხზე სიტყვით გამოდიოდა.

 

მოგვიანებით, სხდომაზე კიდევ ერთი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ამჯერად სიტყვიერი შელაპარაკება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრების გოგა ონიანის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, რომელსაც საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრებმა გააპროტესტეს და ავთანდილ ცინცაძემ მას სამარცხვინო და მოძალადე უწოდა.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები