საზოგადოება

2023 წლის ნოემბერში, მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი დაახლოებით 82%-ით გაიზარდა

29.12.23 12:50


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, 2023 წლის ნოემბერში, მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი დაახლოებით 82%-ით არის გაზრდილი.

 

მისივე თქმით, ვაჭრობის სექტორში ძირითადი ზრდა დაკავშირებული იყო ავტომობილებით ვაჭრობის მოცულობის გაფართოებასთან.

 

„რაც შეეხება ვაჭრობის სექტორს, ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ზრდის მიმართულებით, აქ ძირითადად ზრდა დაკავშირებული იყო ავტომობილებით ვაჭრობის მოცულობის გაფართოებასთან. როგორც საგარეო ვაჭრობის მონაცემებიდანაა ცნობილი, 2023 წლის ნოემბერში დაახლოებით 82%-ით არის გაზრდილი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი. ზრდა განსაკუთრებით შეინიშნებოდა ყირგიზეთის, ყაზახეთის და აზერბაიჯანის მიმართულებით. თუმცა, გარდა ამისა, გაზრდილია საკვები პროდუქტებით, სასმელებითა და თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის მაჩვენებელი“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები