საზოგადოება
02.12.16 17:25
თურქ პოეტ ეშრეფ ილმაზს თურქეთში მცხოვრები ყველა ქართველი იცნობს.
საქართველოზე უზომოდ შეყვარებულ ილმაზს ქართველი მეუღლე ჰყავდა, რომელიც ერთი თვის წინ გარდაიცვალა. ნინა ირემაძეს სტამბოლში ქართველების დიასახლისს ეძახდნენ.
“გვიან გიპოვე და ადრე დაგკარგე,ჩემო კავკასიელო ჯეირანო. ნათელში იყავი”, – ასე დაემშვიდობა თურქი პოეტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თავის მეუღლეს.
ეშრეფ ილმაზმა მეუღლესთან ერთად სტამბოლში ქართველების ცენტრი ჩამოაყალიბა, მისი ქართველი მეგობრები „კვირასთან“ ჰყვებიან, თუ როგორ ასწავლის იაკობის “დედაენას” თურქი პოეტი სტამბოლელებს.
„არ ვიცი, ამ ადამიანზე რა ვთქვა, ის ყველა ჩვენგანის, ყველა აქ მყოფი ქართველის მეგობარია.
ძვირფასი ადამიანი, ყველა ქართველის გულიანი მასპინძელი. საქართველო და ქართველები უყვარს. აქაურ რაიონებში გადის და რამდენადაც შეუძლია, ბოლომდე იხარჯება ქართული ენა შეაყვაროს, ასწავლოს პატარას თუ დიდს, საკუთარი ხარჯით ყიდულობს წიგნებს, კალამს თუ რვეულებს. ვინც ცენტრში მისვლას ვერ ახერხებს, თავად დადის პერიფერიებში და აცნობს ქართულ კულტურას“, – ჰყვება „კვირასთან“ სტამბოლში მცხოვრები ქართველი პოეტი ქეთი ატენელი.
ქეთი ატენელი, რომელიც თურქი პოეტის მეგობარია, მის ემოციებს გადმოსცემს. ქეთი ატენელი ერთ ეპიზოდს იხსენებს, როდესაც ეშრეფ ილმაზი ბურსაში ხალხთან ქართული ენის შესასწავლად მიდიოდა:
„მე შესწრებული ვარ ამ სამზადისს, როდესაც ბურსაში მიდიოდა. ახლა გესაუბრებით და მაშინდელმა ემოციამ გაიღვიძა ჩემში. ცრემლი მომერია, როგორ ამზადებდა წასაღებ ნივთებს, ნერვიულობდნენ თვითონ თუ მისი მეუღლე ნინა ირემაძე-ილმაზი, არაფერი გამორჩენოდათ. დედა რომ შვილს სოფლის ნობათს ულაგებს ჩანთაში და ვერაა კმაყოფილი… თითქოს – აი, ესეც წაიღე შვილო,აი ესეც… ეს სურათი მედგა თვალწინ.
მოკლედ, ამატირეთ“, – გვიყვება ქეთი ატენელი.
საქართველოს ისტორია, ქართველი ხალხის კულტურა, „აი-ია „ სტამბოლის ცენტრში და “დედაენის” გაკვეთილები.
თურქი პოეტი ბევრ ქართველს და არაქართველს აზიარებს ქართული ენის სიყვარულს.
როგორც მისი მეგობრები ყვებიან, ეშრეფ ილმაზმა ბევრ ქართველს სტამბოლში პატარა საქართველო აპოვნინა.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 568
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24
-
თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა
11:0016.05.24
-
10:3016.05.24
-
10:0016.05.24
-
პრეზიდენტი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
18:0015.05.24
-
ნიკა გვარამია - რეჟიმი გაბზარულია
17:1515.05.24
-
16:4715.05.24
-
საფრანგეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს
16:2115.05.24
-
სოზარ სუბარი - მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით
16:0015.05.24
-
15:3515.05.24
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24
-
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს არ წარმოადგენს
12:1115.05.24
-
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეს კანონი რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა
11:4515.05.24
-
11:1615.05.24