საზოგადოება

კახა კალაძე - სამშენებლო მიმართულებით გვაქვს გამოწვევები, კვალიფიციური მუშახელის პრობლემაა

18.01.24 13:35


თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში სამშენებლო მიმართულებით ბევრი გამოწვევაა და მათ შორის, კვალიფიციური მუშახელი.

 

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ კონტრაქტორებმა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის საჭირო ვალდებულებები ვერ შეასრულეს.

 

„მესმის, რომ მცირე დროა დარჩენილი, მაგრამ იანვრის ბოლოს მოძრაობა ორმხრივად აღდგება, ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. არაერთი განცხადება გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით, დათქმულ ვადებში დასრულდება მიმდინარე სამუშაოები. სამწუხაროა, რომ კონტრაქტორმა კომპანიებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა და ეს მხოლოდ მერიას არ ეხება. ზოგადად, სამშენებლო მიმართულებით გვაქვს გამოწვევები, კვალიფიციური მუშახელის პრობლემაა. გარკვეული დრო დასჭირდება, რომ ამ მიმართულებით განვვითარდეთ. ასეთი მასშტაბის პროექტების განხორციელებისას კონტრაქტორ კომპანიებს ხშირად აქვთ ხარვეზები, პროცესში უამრავი ჯარიმა იწერება. ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე თემას - უსაფრთხოებას სამუშაოების შესრულების დროს, ხარისხს და იმას, რომ კომპანიები ხელშეკრულებით ნაკისრ დროში ჩაეტიონ. ზუსტად მაგიტომ გავუშვით [კომპანიები], რომ რამდენიმე კვირაა დარჩენილი და გვეუბნებიან, შეიძლება, თებერვალში გადავიდეს სამუშაოებიო. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები