საზოგადოება

საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია Transavia შემოდის

22.01.24 15:34


20 აპრილიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტურის ავიაკომპანია Transavia დაიწყებს, - - ამის შესახებ ინფორმაცის საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, ავიაკომპანია ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს კვირაში 2 სიხშირით (ოთხშაბათსა და შაბათს) განახორციელებს.

 

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძისგანცხადებით, 2023 წელს ავიაკომპანიასთანდაწყებული აქტიური მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დასრულდა.

 

,,მოხარულები ვართ, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონს მორიგი სასიამოვნო სიახლით ვიწყებთ და საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შემოდის. ჩვენ უკვე ვხედავთ ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის პირველ შედეგებს. Austrian Airlines-იs შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას აპრილიდან Transavia დაიწყებს. ავიაკომპანიის მენეჯმენტთან აქტიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ საავიაციო ფორუმ ‘’Routes EUROPE-‘’ისა და ‘’Routes World-ის“ ფარგლებში ვაწარმოებთ, რომელიც წარმატებით დასრულდა. ბილეთები ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით უკვე გაყიდვაშია და მგზავრებს ავიაკომპანიის საიტზე შეძენა შეუძლიათ,-‘’ს ირაკლი ქარქაშაძემ.

 

Transavia ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯური ავიაკომპანიაა, რომელიც ბაზარზე 1966 წლიდან ოპერირებს. ავიაკომპანია Air France KLM ჯგუფის შვილობილი კომპანიაა და ამ ეტაპზე ფლოტში ბოინგის ტიპის საჰაერო ხომალდები ჰყავს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

imedinews

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები