საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსის მიმდინარეობა საკმაოდ შესუსტებულია

22.01.24 18:00


იცით, რომ კორონავირუსის მიმდინარეობა საკმაოდ შესუსტებულია, “პაქსლოვიდის” გამოყენების ბევრი მსურველი არ იყო - თუ საჭირო იქნება, ამ მედიკამენტსაც და კიდევ სხვასაც შევიძენთ , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულებისას “ინტერპრესნიუსის” კითხვის საპასუხოდ განაცხადა, კერძოდ, როდის შემოვა ქვეყანაში კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტები “რემდესივირი” და “პაქსლოვიდი”, რომელთაც ვადა გაუვიდათ.

 

მინისტრის თქმით, ქვეყანაში ყველა ის ვაქცინა და მედიკამენტი შემოვა, რომლის რეკომენდაციასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს.

 

“პაქსლოვიდს” რაც შეეხება, მოგეხსენებათ დიდი მარაგები გვქონდა. სამწუხაროდ, ათვისება მინიმალური იყო. იცით, რომ კორონავირუსის მიმდინარეობა საკმაოდ შესუსტებულია, არ იყო ამ მედიკამენტის გამოყენების ბევრი მსურველი. თუ საჭირო იქნება, ამ მედიკამენტსაც და კიდევ სხვასაც შევიძენთ, იმას, რაც ჯანმო-ს მიერ არის რეკომენდებული, ასევე {შევიძენთ} ვაქცინებს”, - აღნიშნა მინისტრმა.

 

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 451


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები