საზოგადოება

ანალიტიკური სასწავლო კურსის მონაწილეებს დიდი ბრიტანეთის ელჩმა სერტიფიკატები გადასცა

02.12.16 20:25


სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნულ სიტუაციურ ცენტრში დასრულდა ანალიტიკური კურსი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატისა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა.

კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ინფორმაციით, ანალიტიკური კურსი 21 ნოემბერს დაიწყო და მასში საქართველოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სასწავლო კურსის მიზანი იყო ანალიტიკური მუშაობის თანამედროვე გამოცდილების გაცნობა და უწყებებს შორის კოორდინირებულად მუშაობის გაუმჯობესება. კურსს ბრიტანელი ანალიტიკოსი ჯოანა ტიდემანია ხელმძღვანელობდა.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა ჯასტინ მაკკენზი სმიტმა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს და ანალიტიკური კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 478


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები