საზოგადოება

ჰაერის დაბინძურების ძირითადი მიზეზი ავტომანქანებია

02.12.16 20:40


საქართველოს დედაქალაქშიც და სხვა დიდ ქალაქებშიც ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო ავტომანქანების გამონაბოლქვია, ამას გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ოქტომბრის თვეში ჩატარებული მონიტორინგი მოწმობს. ატმოსფერული ჰაერი ექვს ქალაქში შეისწავლეს. ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში დაფიქსირდა.

სააგენტოს მონაცემებით მაღალ დაბინძურებას სავარაუდოდ ავტომობილების გამონაბოლქვი იწვევს. ჰაერის გარდა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მონიტორინგი ნიადაგის, ზედაპირული წყლების დაბინძურებასა და ხმაურზე აწარმოა.

„სავარაუდოდ ჰაერის დაბინძურება ავტოსატრანსპორტო საშუალებებმა გამოიწვია.

აზოტის დიოქსიდის მაღალი მაჩვენებელი პირდაპირპროპორციული იყო იმ არეალებში, სადაც უფრო მეტი სატრანსპორტო ნაკადი დაფიქსირდა.“– განაცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას გარემოს ეროვნული სააგანტოს ხელმძღვანელმა თამარ ბაგრატაიამ.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 6643


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები