საზოგადოება

ძლიერმა ქარმა ოზურგეთის რაიონის მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა

03.12.16 21:50


ძლიერი ქარის გამო, გურიის მოსახლეობას პრობლემები შეექმნა. ოზურგეთის რაიონში ქარმა რამდენიმე ხე მოგლიჯა. როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს, სამაშველო სამსახურში რამდენიმე ზარი დაფიქსირდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ქარმა ოზურგეთში რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა. მათივე განცხადებით, სულ 5-6 ზარი დაფიქსირდა.

დაზარალებულების თქმით, ქარმა მათ საცხოვრებელ სახლებს სახურავი გადახადა. სააგენტოში დაფიქსირებული ზარების შემდეგ, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები რეაგირებას დროულად ახდენენ.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები