საზოგადოება

The Telegraph–მა საქართველო განვითარებადი ტურიზმის ქვეყნების ტოპ–ათეულში შეიყვანა

27.04.16 19:00


საქართველო მეხუთეა ამ ათ ქვეყანას შორის, რომლებშიც გამოცემა The Telegraph–მა ტურიზმის სწრაფი განვითარება და მთლიან შიდაპროდუქტში მისი წილის ზრდა დააფიქსირა.

ტურისტების ნაკადი საქართველოში დინამიკურად იზრდება. მარტო პირველ სამ თვეში ქვეყანას 1.1 მლნ უცხოელი ესტუმრა. და ეს იმ ფონზე, როცა ტრადიციული საზაფხულო სეზონი ჯერ არ დაწყებულა.

ტურიზმისა და მოგზაურობების მსოფლიო საბჭოს (WTTC) მონაცემებით, 2015 წელს საქართველოს მთლიან შიდაპროდუქტში ტურიზმის წილი 19.4%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით.

ჟურნალისტი კლერ ელფრი ტურისტებს ურჩევს, ჩაეფლონ საქართველოს დედაქალაქის დიდებულებაში.

გაზეთს ასევე მოჰყავს ქართული წარმომავლობის ბრიტანელი მომღერლის, ქეთი მელუას სიტყვები.

„ეს ისტორიაში ჩაფლული, მიხვეულ–მოხვეულ ქუჩებიანი ძველი ქალაქია. თბილისი განსაკუთრებულად მომხიბლავია. იქ არც ისე ბევრი ტურისტია, რაც კიდევ უფრო სასურველს ხდის ვიზიტისთვის“, — თქვა მელუამ.

საქართველოს გარდა The Telegraph–ის ჩამონათვალში ასევე მოხვდა: მიანმა, ვიეტნამი, ისლანდია, ტანზანია, ტაილანდი, პარაგვაი, კატარი, აზერბაიჯანი და უგანდა.
2015 წელს საქართველოს დაახლოებით 6 მლნ ტურისტი ეწვია. წელს კი კიდევ უფრო მეტ სტუმარს ელოდებიან.

ტურისტების რაოდენობის ზრდის კვალდაკვალ იზრდება სფეროს შენატანები სახელმწიფო ბიუჯეტში. 2015 წელს ეს 1.9 მლრდ დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით, 148 მლნ–ით მეტია.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები