ანალიტიკა

ეჩმიაძინის 'საეკლესიო ინტრიგა' აზერბაიჯანის წინააღმდეგ და პატრიარქ კირილეს პოზიციის მნიშვნელობა

15.02.24 12:05


ჰაი ნაციონალისტების და მათთან ერთად ეჩმიაძინისა და ვატიკანის (შესაძლოა საფრანგეთის სპეცსამსახურების) "საეკლესიო სპეცოპერაცია" აზერბაიჯანის მართლმადიდებლური თემის წინააღმდეგ "ერთი ადგილს ტკეპნის". ეს ხდება აზერბაიჯანში მართლმადიდებელთა უმრავლესობის პატრიოტული და მართლმადიდებლობის ერთგული პოზიციის წყალობით. ეს პოზიცია, როგორც ჩანს, შეისმინეს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელობამ და პატრიარქმა კირილემ. კერძოდ, ამგვარი დასკვნა, შეიძლება გამოვიტანოთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბაქოსა და აზერბაიჯანის ეპარქიის მდივნის, არქიმანდრიტი ალექსის (ნიკონოროვთან) ინტერვიუდან:

 

ცნობილია, რომ ბაქოსა და აზერბაიჯანის ეპისკოპოსად მღვდელმონაზონი ფილარეტის (ტიხონოვის) დანიშვნისას, რომელსაც არაფერი აკავშირებდა აზერბაიჯანთან,  არავინ გაითვალისწინა აზერბაიჯანის მართლმადიდებელთა აზრი, ეს დიდწილად ჰაიისა და პროვატიკანის ლობის ინტრიგების წყალობით მოხდა. ამას ყველა მითითებით ლობირებდა „პარიზისა და ვატიკანის კაცი მოსკოვის საპატრიარქოში, წარმოშობით ჰაი ეპისკოპოსი, რომელსაც აქვს საფრანგეთის მოქალაქეობა, სავვა (ტუტუნოვი). ამავდროულად, ჰაი ნაციონალისტებს სოციალურ ქსელებში არ დაუმალავთ სიხარული იმის გამო, რომ ბაქოს ეპისკოპოსად აზერბაიჯანიდან შორს მდგომი დანიშნეს, და არა საკუთარ სამშობლოსთან-აზერბაიჯანთან მჭიდრო კავშირში მყოფი ადამიანი, აზერბაიჯანის მოქალაქე და ისტორიკოსი არქიმანდრიტ ალექსის (ნიკანოროვი), რომელმაც საკმაოდ ბევრი რამ გააკეთა კავკასიის ალბანეთის  მემკვიდრეობის შესასწავლად.

 

ჰაიელი "უძველესი ქრისტიანები მსოფლიოში" არ წუხდნენ და არც ეხლა ადარდებთ "ქრისტიან ძმები" აზერბაიჯანში, მაგრამ აწუხებთ ჰაის მითების განადგურება და ალბანური ეკლესიის გაძარცული ისტორიული მემკვიდრეობისა და პოზიციების შენარჩუნება, რომლებიც მიმტაცებლობით ხელთ იგდეს რამდენიმე საუკუნის განმავლობაში. აი, ასეთია, თუ შეიძლება ასე ითქვას, "ქრისტიანული" პოზიცია.

 

თუმცა, არქიმანდრიტ ალექსის (ნიკონოროვთან) ინტერვიუდან, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, ჰაი ლობს კატეგორიულად არ მოსწონს მისი პოზიციისა და ძველი ალბანური სიწმინდეების დაცვის გამო (და რასაც ეჯმიაძინი ამტკიცებს), ირკვევა, რომ ჰაი ნაცისტების სიხარული ნაადრევია.

 

როგორც ჩანს, პატრიარქ კირილს ესმის ბაქოსა და აზერბაიჯანის ეპისკოპოსის აზერბაიჯანის მართლმადიდებელ მორწმუნეებს შორის ურთიერთგაგების მნიშვნელობა. 

 

არქიმანდრიტი ალექსი ასევე შეეხო ალბანურ-უდინური თემის საკითხს და ცხადყო, რომ გარე ძალებს (და ეს, უპირველეს ყოვლისა, უდავოდ ეჩმიაძინია) სურთ ამ თემის მარგინალიზება და მსოფლიო ქრისტიანობისა და  მართლმადიდებლობისგან ჩამოშორება. თავად არქიმანდრიტი ალექსი ნიკონოროვი ჩადის უდინებთან ნიჯსა და ოგუზში და ახორციელებს მსახურებას, ინარჩუნებს ამ თემის კავშირს მართლმადიდებლობასთან. ეს, რა თქმა უნდა, იწვევს ჰაი ნაციონალისტებისა და ეჩმიაძინის სიძულვილს. ისინი ხომ მთელი მსოფლიოს გასაგონად ყვირიან, თითქოს არ არსებობდა ძველი ალბანური ეკლესია და არც კავკასიური ალბანეთის უნიკალური კულტურა; და რომ, სავარაუდოდ, ძველი ალბანური კათოლიკოსობის მთელი მემკვიდრეობა არის ჰაიებისა. უდინები თავიანთი არსებობით აქარწყლებენ ჰაის ფალსიფიკატორების ცრუ სპეკულაციებს.

 

ჰაი ექსტრემისტების პრეტენზიების პასუხად, რომ ალბანური ეკლესიები და კულტურული ძეგლები "სომხურია" მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ არსებობს წარწერები სომხურ ენაზე, ალექსი ნიკონოროვს მოჰყავს საქართველოს მაგალითი, სადაც რუსეთის იმპერიის დროინდელი მრავალი ქართული ეკლესია არსებობდა. შემონახულია წარწერები, ფრესკები და ხატები რუსულ და საეკლესიო სლავურ ენებზე. ეს სულაც არ ნიშნავს იმმას, რომ ეს ეკლესიები "რუსულია". ანალოგიურად, აზერბაიჯანში, ის ფაქტი, რომ ჰაიებმა ოდესღაც შეძლეს ალბანური ეკლესიების დროებით მოქცევა საკუთარი კონტროლის ქვეშ, არ აქცევს მათ „სომხურად“.

 

„ქართული ეკლესია, ისევე როგორც XIX საუკუნის დასაწყისში კავკასიის ალბანეთის ეკლესია, ნიკოლოზ I-ის (რომელმაც ალბანეთის საკათალიკოსო ეჯმიაძინს გადასცა - რედ.) იმავე გადმოცემით შეუერთეს რუსეთის ეკლესიაში და მისი წინამძღვარი პეტერბურგში მდებარე წმინდა სინოდს ემორჩილებოდა. წარმოიდგინეთ, რომ ყველაფერი, რაც აშენდა მე-19 საუკუნის დასაწყისიდან, მაგალითად, სიონის საკათედრო ტაძარში, ჯერ კიდევ შემონახულა რუსი ხატმწერების ფრესკები და ახლა ვიღაც რუსეთში გამოაცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა ეკლესია რუსული ეკლესიაა მხოლოდ იმიტომ, რომ აქ არის რუსი ხატმწერების ფრესკები, იგივე ნესტეროვის ან ვასნეცოვის, ხოლო რუსულ ან საეკლესიო სლავურ ენაზე შესრულებული წარწერები ხატებზე მხოლოდ ერთს ნიშნავს - რომ ეს არის რუსული ქრისტიანული მემკვიდრეობა. ეს აბსურდულად გვეჩვენება და ღიმილს იწვევს. ჩვენი მეზობლები კი ზუსტად იგივეს აკეთებენ. თუ როგორმე მოახერხეს ალბანეთის ეკლესიაში გავლენის მოპოვება, ამ ტერიტორიებზე გარკვეული პოლიტიკური და რელიგიური გავლენის მოპოვება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი, რაც ამ ტერიტორიებზე საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა და ემსახურებოდა ავტოქტონ ხალხს, ახლა უცებ გახდა „სომხური“. ეს ზუსტად ასეთივე აბსურდია. ამიტომ არ მომბეზრდება ამაზე ლაპარაკი, ყოველთვის ვისაუბრებ ამაზე. რა რეაქციაც არ უნდა გამოიწვიოს ამან. არიან ძალები, რომლებიც იბრძვიან, რომ სამართლიანი პოზიცია და შეხედულება ჩვენი ქვეყნის, აზერბაიჯანის ქრისტიანულ მემკვიდრეობაზე, უბრალოდ არ გახმოვანდეს“, - აღნიშნავს არქიმანდრიტი ალექსი.

 

მართლმადიდებლობა აზერბაიჯანში სულ უფრო ეროვნული ხდება და უფრო მჭიდროდ უკავშირდება ქვეყანას. აქ ძალზე მნიშვნელოვანია მუშაობა, მათ შორის არქიმანდრიტ ალექსის (ნიკონოროვი) მიერ ღვთისმსახურების აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნის მიზნით, რომელიც მშობლიურია აზერბაიჯანის მოქალაქეების უმრავლესობისთვის.

 

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბაქოსა და აზერბაიჯანის ეპარქია, აზერბაიჯანის მართლმადიდებელი ქრისტიანები, სხვა აღმსარებლობის ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად, ასევე  ეწინააღმდეგებიან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სეპარატიზმის წაქეზებისა და ერთიანი აზერბაიჯანული სახელმწიფოს დაშლის მცდელობებს. აქ კი ძალიან სიმბოლურია არქიმანდრიტ ალექსის (ნიკონოროვის) მიერ ნახსენები აზერბაიჯანის სამხრეთით ლანკარანში მართლმადიდებლური მრევლის გახსნის ფაქტი. 

 

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბაქოსა და აზერბაიჯანის ეპარქია აწყობს საგანმანათლებლო და მომლოცველობით მოგზაურობებს, რომლის მნიშვნელობაზეც არქიმანდრიტმა ალექსი ნიკონოროვმა ხაზგასმით ისაუბრა თავის ინტერვიუში. ყარაბაღისა და მისი უძველესი ქრისტიანული ალბანური სიწმინდეების გათავისუფლებით, მართლმადიდებელ მომლოცველებს საშუალება მიეცათ ყარაბაღში ძველი კავკასიური ალბანეთის სიწმინდეებიც მოელოცათ. მომავალში შესაძლოა აქტუალური გახდეს ყარაბაღის უძველესი ალბანური მონასტრების მართლმადიდებლობის აღორძინება და ისინი დაიწყებენ მომლოცველების მიღებას მთელი მართლმადიდებლური სამყაროდან.

 

არქიმანდრიტი ალექსი ნიკონოროვი დაკავებულია აზერბაიჯანის ქრისტიანული სიწმინდეების მათი კანონიერი მემკვიდრეებისთვის, აზერბაიჯანის მართლმადიდებლებისთვის დაბრუნებით, მიუხედავად ჰაი ლობისა და ჰაი ფალსიფიკატორების სასტიკი წინააღმდეგობისა. ეჩმიაძინი აზერბაიჯანის ქრისტიანებს კავკასიის ალბანეთის მემკვიდრეობის უფლებისთვის მხოლოდ იმ მოტივით ებრძვის, რომ მათ ოდესღაც მოახერხეს მისი დროებით მითვისება და  წარწერებით „მონიშვნა“. არქიმანდრიტ ალექსიმ მოკლე ინტერვიუს ფორმატში, როგორც ჩანს, უბრალოდ ვერ მოასწრო, ეხსენებინა იგივე ჰაის ლობის პრეტენზიები საქართველოში 465 ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ.

 

ცხადია, ბევრი რამ, თუ როგორ განვითარდება მართლმადიდებლური საზოგადოება აზერბაიჯანში, დამოკიდებულია რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდისა და პატრიარქ კირილის პოზიციაზე. იგი, ისევე როგორც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელობა, სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევს თურქულ სამყაროს, თურქულ ქვეყნებსა და ხალხებს. ამის დასტურია თურქ-მართლმადიდებელთა კონგრესის მომზადება, რაზეც „კავკაზპლუსმა“ უკვე დაწერა. პატრიარქ კირილს რა თქმა უნდა ესმის, რომ ერთი მცირე ეთნიკური ჯგუფის ნაციონალისტების ინტრიგები, რომლებიც ძველ დროში მონოფიზიტიზმში ჩავარდა, მხოლოდ ხელს შეუშლია რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ურთიერთგაგებას თურქულ სამყაროსთან.

 

 

გიორგი მაზნიაშვილი

წაკითხულია : 586


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები