საზოგადოება

დავით ნარმანია თანამშრომლებს: როცა ვგეგმავთ თანამშრომელთა გადამზადების ტრენინგებს, აქცენტი გავაკეთოთ პრიორიტეტულ საკითხებზე

06.12.16 17:35


თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ თანამშრომლებს გადამზადების ტრენინგების დაგეგმვის დროს მეტი ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდა.

როგორც თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ნარმანიამ აღნიშნა, აქცენტები მერიამ გაცილებით უფრო ინოვაციურ და მნიშვნელოვან ტრენინგებზე უნდა გააკეთოს.

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გაცილებით უფრო ინოვაციურ და მნიშვნელოვან ტრენინგებზე უნდა ავიღოთ აქცენტი და ალბათ, ამ შემთხვევაში, ასეც უნდა გაგვეკეთებინა, რაც უკეთესი შედეგის მომტანი იქნებოდა, ვიდრე ეტიკეტისა და პროტოკოლის ტრენინგია. ამიტომ, მოვუწოდებ ზოგადად მერიის თანამშრომლებს, ვიყოთ უფრო მეტად ყურადღებით, როცა ვგეგმავთ თანამშრომელთა გადამზადების ტრენინგებს და აქცენტი გავაკეთოთ მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ საკითხებზე.

საკანონმდებლო ვალდებულებაც რომ არ იყოს, მე პირადად, ვთვლი, რომ ეტაპობრივად მერიის უწყების სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლები აუცილებლად უნდა გადამზადდნენ, რათა არ ჩამოვრჩეთ მიმდინარე სიახლეებს, ტენდენციებსა და განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობის ინოვაციური განვითარების თვალსაზრისით, იმ სიახლეებს, რაც მსოფლიოს ძალიან ბევრ ქალაქშია აპრობირებული, რაც ქალაქის მართვას და ზოგადად, საჯარო სერვისების მიწოდებას გაცილებით უფრო ამარტივებს, ვიდრე მოძველებული მომსახურების ფორმები და სისტემები“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 847


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები