საზოგადოება

სამართალდამცველებმა 5,1 კგ-მდე ოქროს ზოდები ამოიღეს

06.12.16 18:15


საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ზოდების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ერთი მოქალაქე დააკავეს, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური.

ბრალდებული საბაჟო-გამშვები პუნქტ „წითელი ხიდზე“ დეკლარირებას დაქვემდებარებული, 288 265 ლარის ღირებულების 5,1 კგ-ის ოდენობის ოქროს ზოდების საქართველოში შემოტანას ცდილობდა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ოქროს ზოდები,,TOYOTA PRADO’’-ს მარკის ავტომობილში, სპეციალურად მოწყობილ სამალავში აღმოაჩინეს. საგამოძიებო სამსახურმა საქართველოში კონტრაბანდული გზით, უკანონოდ შემოტანილი ძვირფასი ლითონი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 5-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 730


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები