საზოგადოება

თბილისში საახალწლო ღონისძიებებისთვის მილიონ 487 ათასი ლარი დაიხარჯება

06.12.16 19:00


თბილისში 31 დეკემბრის ღამეს საახალწლო გალაკონცერტისთვის მომღერლები ტენდერით არ შეირჩევიან. ამის შესახებ თბილისის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა, ია მაქაცარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მაქაცარიამ განმარტა, მომღერლის ტენდერით შერჩევა არცთუ ისე სახარბიელოა, ფასიდან გამომდინარე.

„გალა-კონცერტი იქნება შემდეგი შინაარსის: ეს იქნება სრულიად ახალი სიმღერები, რომლებსაც შექმნიან ქართველი კომპოზიტორები და მათ მიერ შექმნილი საახალწლო რეპერტუარი გაჟღერდება 31 დეკემბრის ღამეს. კომპოზიტორები, რომლებიც შექმნიან საახალწლო რეპერტუარს, აარჩევენ არა მხოლოდ მომღერლებს, არამედ არანჟირების და ტექსტის ავტორებს. ტენდერი გამოცხადდა ტექნიკურ ნაწილში საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით. რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, აქ ტენდერის გამოცხადება არ მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე, რადგან მომღერლის ტენდერით შერჩევა არცთუ ისე სახარბიელოა, ფასიდან გამომდინარე”, – განაცხადა ია მაქაცარიამ.

რაც შეეხება ბიუჯეტს, მისი თქმით, თბილისში საახალწლო ღონისძიებებისთვის მილიონ 487 ათასი ლარი დაიხარჯება, ხოლო საახალწლო გალაკონცერტისთვის, რომელიც “ვარდების მოედანზე” გაიმართება, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 227 ათასი ლარი გამოიყოფა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 532


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები