პოლიტიკა

ჯეიჰუნ ბაირამოვი: დღეს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება

15.03.24 11:36


საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის მონაწილეობით ბაქო სამმხრივი ფორმატის მეცხრე შეხვედრას მასპინძლობს. მისასალმებელი სიტყვით სტუმრებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმართა. მისი თქმით, დღეს არსებული გლობალური გამოწვევების ფონზე ამ სამი ქვეყნის თანამშრომლობას მნიშვნელოვანი როლი აქვს.

 

„მინდა მივესალმო ჩემს კოლეგებს აქ, ბაქოში სამმხრივი ფორმატის მეცხრე შეხვედრაზე და პატივისცემა გამოვხატო მათ მიმართ. დღევანდელი დისკუსიის თემა და მთავარი მიზანი, ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა. ჩვენ განვიხილავთ სავაჭრო ურთიერთობების საკითხებს და რეგიონულ ფორმატებს. დღევანდელი შეხვედრა ხელს შეუწყობს მხარეებს შორის მოსაზრებების გაცვლას რეგიონული და გლობალური განვითარების საკითხებში. დღეს არსებული გამოწვევების ფონზე, როდესაც უსაფრთხოების და სტაბილურობის თემებია წინ წამოწეული და გლობალური გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ამ სამი ქვეყნის თანამშრომლობას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება“, - განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა

 

imedinews.ge

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები