პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძე: „ნაცმოძრაობა“ იმდენად დისკრედიტირებულია, რომ მათი უცხოელი პატრონები მაქსიმალურად ცდილობენ დაიშალოს და დაშლილი „ნაცმოძრაობის“ საძირკველზე აღმოცენდეს თითქოს მესამე ძალა

18.03.24 10:35


„ნაცმოძრაობა“ იმდენად დისკრედიტირებულია, იმდენად ბევრ დანაშაულთან აქვს პირდაპირი პასუხისმგებლობა, შემხებლობა, რომ მათი უცხოელი პატრონები, დამკვეთები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ დაიშალოს და დაშლილი „ნაცმოძრაობის“ საძირკველზე აღმოცენდეს თითქოს მესამე ძალა, - განაცხადა „იმედი live”-ში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

 

„ჩვენი დისკრედიტირებული ოპონენტები ვერაფერ ახალს ვერ სთავაზობენ საზოგადოებას, ქართველ ხალხს, ეს ყველა გადაჯგუფება არის ხელოვნური. მთავარი საკითხი, რაც დღის წესრიგში უდგათ, არის კომიკურ ხაბეიშვილთან ვინ გაერთიანდება. აქეთ თითქოს „ახალი“, ორი ოროსანი - ნიკა მელია და ნიკა გვარამია თითქოს რაიმე ახალს სთავაზობს საზოგადოებას, რეალურად ეს არის ნეონაცისტური ფრთა. ძალიან კარგად იცის ჩვენმა საზოგადოებამ, რომ ყველა ეს არის წვრილფეხობა იმ დიდი „ნაცმოძრაობის“, რომელიც წლების განმავლობაში, მათი მმართველობის დროს არაერთ დანაშაულთან არის კავშირში. იმდენად დისკრედიტირებულია ეს პოლიტიკური ძალა, იმდენად ბევრ დანაშაულთან აქვს პირდაპირი პასუხისმგებლობა, შემხებლობა, რომ ახლა მათი უცხოელი პატრონები, დამკვეთები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ დაიშალოს და ამ დაშლილი „ნაცმოძრაობის“ საძირკველზე აღმოცენდეს თითქოს მესამე ძალა“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

მისივე თქმით, დღევანდელი მოცემულობით, „ქართული ოცნება“ გარანტირებულად შეძლებს ოქტომბრის არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას.

 

„ესენი გახლავთ პირდაპირ ან „ნაცმოძრაობის“ წიაღიდან აღმოცენებული კონკრეტული პოლიტიკოსები, ან მათთან უშუალო კავშირში მყოფი ე.წ. ბიზნესმენები. საუბარი მაქვს მათ შორის პარტია „ლელოს“ დამფუძნებელზე, რომელიც მთელმა საქართველომ იცის, რომ ჩვეულებრივი მევახშეა. ისინი აჭარაშიც ცდილობენ, ხალხს მათი ტელევიზიების საშუალებით შეასაღონ თითქოს ახალი პარტიული შემადგენლობა, სინდიკატები, მაგრამ ჩვენი ხალხი ძალიან ბრძენი და გამოცდილია. 2021 წელსაც, როცა ყოფილი პრემიერ-მინისტრი გახარია გადადგა, ახალი პარტია შექმნა და თავს ასაღებდა, რომ იყო „ქართული ოცნების“, კონკრეტულად კი ბატონი ბიძინა ივანიშვილის პროექტი, ხალხმა ძალიან კარგად გაარკვია და მალე გაიგო, რომ ეს იყო პოლიტიკური თაღლითობა. ამ შემთხვევაშიც პრაქტიკულად სურათი უცვლელია, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და ამ ჯამს ჩვენ ვნახავთ არჩევნებზე. თამამად, ზედმეტი თავდაჯერების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ამ კონფიგურაციით და ოპოზიციურ ველზე დღეს არსებული სურათით, „ქართული ოცნება“ ძალიან ახლოს იქნება და გარანტირებულად შეძლებს მოიპოვოს კონსტიტუციური უმრავლესობა როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

imedinews.ge

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები