პოლიტიკა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნატოს გენერალური მდივნის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

18.03.24 15:30


საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ეწვია.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გენერალური მდივნის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.

 

როგორც დახვედრის ცერემონიაზე აღინიშნა, ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატოსა და საქართველოს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის მაღალ დონეს და ხაზს უსვამს საქართველოს მიმართ ალიანსის მტკიცე მხარდაჭერას.

 

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოშია. მას დაგეგმილი აქვს შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. იენს სტოლტენბერგი ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს.

 

 

imedinews.ge

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები