პოლიტიკა

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოშია

18.03.24 14:00


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოშია. მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.

 

სტოლტენბერგი თბილისში აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა. საქართველოში ნატოს გენერალურ მდივანს დაგეგმილი აქვს შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. იენს სტოლტენბერგი ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს.

 

ნატოს გენერალური მდივანი 19 მარტს საქართველოდან ერევანში გაემგზავრება.

 

 

imedinews.ge

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები