პოლიტიკა

პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იქნება

18.03.24 14:20


საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ხალხის ძალამ” პარტიად დაფუძნების ყრილობა გამართა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ სოზარ სუბარი ერთხმად აირჩიეს.

 

ამასთან, „ხალხის ძალის” თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა შეკრებილ დელეგატებს პარტიის მთავარი კომიტეტის წევრები წარუდგინა: დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა, ვიქტორ ჯაფარიძე, ზაალ მიქელაძე და ირაკლი (დაჩი) ბერაია, რომელთა არჩევაც ასევე ერთხმად მოხდა.

 

დამფუძნებელი ყრილობის ფარგლებში, აირჩა პარტიის სარევიზიო და ხმის დამთვლელი კომისიების შემადგენლობაც. ასევე, დაამტკიცა პარტიის წესდება და სტრუქტურა.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები