პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი - დაუშვებელია „ვეტინგის“ სისტემის შემოღება

18.03.24 15:05


დაუშვებელია „ვეტინგის“ სისტემის შემოღება - ვენეციის კომისიამ თქვა, რომ „ვეტინგი“ იწვევს სასამართლო სისტემის პარალიზებას და სასამართლო კორპუსი ორიენტირებულია არა მართლმსაჯულების განხორციელებაზე, არამედ არის წნეხის და ზეწოლის ქვეშ, რაც, რა თქმა უნდა, არ არის მისაღები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, არავითარი ობიექტური გარემოება არ არსებობს იმისა, რომ საქართველოში "ვეტინგის" სისტემის შემოღებაზე იყოს საუბარი.

 

"ვეტინგთან" დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის აბსოლუტურად ცხადი. დაუშვებელია ისეთი მოდელის შემოღება, რომელთა დაკავშირებითაც ვენეციის კომისიას აქვს ნათქვამი, რომ "ვეტინგის" სისტემა არის უკიდურესი ზომა და ყველაზე რადიკალური ზომა, რაც კი შეიძლება იქნეს გამოყენებული და ამას შეიძლება ადგილი ჰქონდეს ექსტრემალურ სიტუაციაში. თუ ვინმეს უნდა წარმოაჩინოს, რომ საქართველოში რაიმე ექსტრემალური სიტუაციაა და ამით ახსნას, ეს საფუძველს მოკლებულია. ამასთანავე, "ვეტინგის" შედეგებზე აქვს გამახვილებული ყურადღება ვენეციის კომისიას და აქვს ნათქვამი, რომ "ვეტინგი" იწვევს საზოგადოებაში უნდობლობის გაღრმავებას და არა ნდობას სასამართლოსადმი, საზოგადოებაში აყალიბებს განწყობას, რომ ისინი არ ენდობიან მართლმსაჯულების სისტემას, რომ ეს იწვევს სასამართლო სისტემის პარალიზებას და სასამართლო კორპუსი ორიენტირებულია არა მართლმსაჯულების განხორციელებაზე და სიმართლის დადგენაზე, არამედ არის წნეხის და ზეწოლის ქვეშ, რაც, რა თქმა უნდა, არა რის მისაღები. აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება ამ მოდელთან დაკავშირებით ვინმემ თქვას, რომ ეს არის პოზიტიური. არავითარი საფუძველი, არავითარი ობიექტური გარემოება ამ საკითხზე სასაუბროდ საქართველოში არ არსებობს," - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები