პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე: ახალი „სიმაღლე“ აჩვენეს, თუ როგორ შეიძლება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იმოქმედო

21.03.24 10:35


კიდევ უფრო ახალი „სიმაღლე“ აჩვენეს, თუ როგორ შეიძლება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იმოქმედო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე განაცხადა, რომელსაც ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.

 

„იმ ოპოზიციისგან, რომელმაც [აგვისტოს] ომთან დაკავშირებით მოაწერა რეზოლუციას ხელი და საკუთარი ქვეყანა დაადანაშაულეს ომის დაწყებაში, არც გაგკვირვებია ის, რაც ახლა გააკეთეს. თუმცა კიდევ უფრო ახალი „სიმაღლე“ აჩვენეს, თუ როგორ შეიძლება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იმოქმედო და საერთოდ აცილებული იყო იმ საჭიროებას და ეროვნულ ინტერესებს, რომელიც აქვს შენს საკუთარ ქვეყანას“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

 

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და რუსული აგრესიის დაგმობის შესახებ მომზადებულ რეზოლუციას, ბრიუსელში, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის პოზიციის გამო ვერ მიიღებენ.

 

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, პირველ ეტაპზე საჭირო იყო 2 დელეგაციის მინიმუმ 10 წევრის ხელმოწერა იმისათვის, რომ რეზოლუციის ტექსტს შემდგომი გაგრძელება ჰქონოდა. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველოსა და მოლდოვის დელეგაცია, თუმცა, რაოდენობრივად საკმარისი არაა, რადგან ქართულ დელეგაციაში „ქართული ოცნებიდან“ მხოლოდ 4 დეპუტატია, ოპოზიციამ კი მხარი არ დაუჭირა ინიციატივას. ბოჭორიშვილის ინფორმაციით, მოლდოვას ჰყავს 3 დეპუტატი და სამივე უჭერდა მხარს, თუმცა, საჭირო იყო ან უკრაინის დელეგაციიდან ან ქართული ოპოზიციის წევრების მხარდაჭერა.

 

 

imedinews.ge

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები