პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილმა საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

21.03.24 15:10


პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩ მასიმილიანო დ’ანტუონოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, შალვა პაპუაშვილმა მასიმილიანო დ’ანტუონოს საქართველოში ელჩად დანიშვნა მიულოცა და მისი მისიის განხორციელებაში წარმატება უსურვა.

 

„მხარეებმა დადებითად შეაფასეს უკანასკნელ პერიოდში საქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობების დინამიკა. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობა, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე. შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა მის ნაყოფიერ ოფიციალურ ვიზიტს იტალიის რესპუბლიკაში და გამოხატა მისი იტალიელი კოლეგების საქართველოში მასპინძლობის მზაობა.

 

მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიმართულებებზე, მათ შორის, თანამშრომლობაზე ეკონომიკისა და ვაჭრობის, ინვესტიციების, ინფრასტრუქტურული პროექტების, განათლების, კულტურის სფეროებში.

 

იტალიის ელჩის თქმით, 2024 წელი, როგორც საარჩევნო წელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვისა და ევროკავშირისთვის. მან საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა და აღნიშნა, რომ იტალია მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს, რათა მალევე გახდეს შესაძლებელი გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება.

 

იტალიის ელჩმა, აგრეთვე, დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი იტალიის რესპუბლიკის მხარდაჭერა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები