პოლიტიკა

ნიკა გვარამია პრემიერ-მინისტრობის ამბიციებზე: მე შევძლებ თუ ვერ შევძლებ, ეს ჩემი პირადი დამოკიდებულებაა, მაგრამ ამას გადაწყვეტს ჩვენი გუნდი

21.03.24 17:30


მე შევძლებ თუ ვერ შევძლებ, ეს ჩემი პირადი დამოკიდებულებაა, მაგრამ ამას გადაწყვეტს ჩვენი გუნდი, - ასე უპასუხა პარტია „ახალი“-ს ერთ-ერთმა, ლიდერმა ნიკა გვარამიამ კითხვას, განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა ოპოზიციური კოალიციის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.

 

„რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის და ჩრდილოვანი კაბინეტის წარდგენა იქნება. აქ არიან ადამიანები, ვისაც შეუძლია ამ ქვეყნის მართვა და წინ წაყვანა. გვინდა, საზოგადოებამ წინასწარ იცოდეს, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ვინ მართავს ამ ქვეყანას. მე შევძლებ თუ ვერ შევძლებ, ეს ჩემი პირადი დამოკიდებულებაა, მაგრამ ამას გადაწყვეტს ჩვენი გუნდი. ნიკა გვარამია არის ისეთი, როგორიც ახლა არის. ადამიანები ვითარდებიან, იცვლებიან. არ ვითარდება და არ იცვლება მხოლოდ მკვდარი“, - აღნიშნა გვარამიამ.

 

განიხილება თუ არა ნიკა გვარამია ოპოზიციური კოალიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად - პარტია „ახალში“ აცხადებენ, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას გუნდი მიიღებს. ვინ არის მთავარი პარტია „ახალში“ - გვარამია თუ მელია - თემა აქტუალური პოლიტიკურ სპექტრში მათი პირველი ერთობლივი სატელევიზიო ეთერის შემდეგ გახდა. მმართველი გუნდისთვის გვარამია-მელიას შორის უთანხმოება უკვე სახეზეა.

 

imedi

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები