პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: სტოლტენბერგი ნამდვილად არ ყოფილა ჩამოსული იმისთვის, რომ აქ მეორე ფრონტის გახსნაზე ესაუბრა - ეს ზღაპარი და დეზინფორმაციაა

21.03.24 18:00


სტოლტენბერგი ნამდვილად არ ყოფილა ჩამოსული იმისთვის, რომ აქ მეორე ფრონტის გახსნაზე ესაუბრა. ეს ზღაპარია და დეზინფორმაციაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მისი თქმით, ხშირად დროში რუსულ ინტერესებს ოპონენტების ქმედებები ემთხვევა-ხოლმე. მათ საპირისპიროდ კი მმართველი გუნდი ქვეყანაში პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს.

 

„როგორ შეიძლება სტოლტენბერგს მეორე ფრონტის გახსნა უნდოდეს?! სტოლტენბერგი ნამდვილად არ ყოფილა ჩამოსული იმისთვის, რომ აქ მეორე ფრონტის გახსნაზე ესაუბრა. ეს ზღაპარია და დეზინფორმაციაა. შესაბამისად, ეს უნდა მას, ვინც ამისკენ მოგვიწოდებდა - მათ შორის, უკრაინის კონკრეტული ხელისუფლების წარმომადგენლები; მათ შორის, ის ადამიანები აქ ბომბების წვიმა რომ ერჩივნათ; შესაძლებლობის ფანჯარა რომ იყო და აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე საუბრობდნენ. ამ ხალხის განცხადებები გახსოვთ თუ არა? ანუ, ასეთი მოწოდებები ხომ ყოფილა“, - მიმართა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

 

İmedi

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები