ანალიტიკა

რაში სჭირდებათ ფრანგებს ოდესა ან სამხრეთ კავკასიაში მომავალი ომის სავარაუდო ლოგისტიკა?

22.03.24 13:20


საფრანგეთი აქტიურად „იჭრება სამხრეთ კავკასიაში“ და არ მალავს განზრახვას გამოიყენოს სომხეთი თავის „სამხედრო პლაცდარმად“ რეგიონში, რომელსაც ის აქტიურად ამარაგებს იარაღით. ერთხელ უკვე აგორდა სკანდალი პარიზის მიერ  საქართველოს გავლით ერევნის ჯავშანტექნიკით მომარაგების საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გავლით ტრანზიტი თავისთავად აჩენს კითხვებს და უცილებლად აყენებს დარტყმას თურქეთთან და აზერბაიჯანთან ქვეყნის მეგობრობასა და კეთილმეზობლობას, ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხვდა ეს სამხედრო ტვირთი შავი ზღვის აუზის გავლით საქართველოს პორტში.

 

საფრანგეთს ჯერ არ აქვს პირდაპირი წვდომა შავ ზღვაზე და ნაკლებად სავარაუდოა, რომ თურქეთი სამხედრო ტვირთების ბოსფორსა და დარდანელის გავლით გადის. სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, ფრანგული ჯავშანტექნიკის მიწოდება შესაძლებელია რუმინეთის ან ბულგარეთის გავლით. სამხრეთ კავკასიაში ფართომასშტაბიანი რეგიონული ომის შემთხვევაში კი, ფრანგებს გაუჭირდებათ მუდმივი სამხედრო ლოგისტიკის შექმნა რუმინეთის ან ბულგარეთისა და შავი ზღვის გავლით. რუმინეთი და ბულგარეთი აფასებენ თურქეთთან არსებულ მეგობრულ ურთიერთობას.

 

შავ ზღვაზე წვდომა უკრაინასაც აქვს, რომელმაც, მართალია, რუსეთის აგრესიის და ოკუპაციის შედეგად ყირიმთან ერთად სანაპირო ტერიტორიების ნაწილი დაკარგა, მაგრამ მაინც აქვს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პორტები, პირველ რიგში-ოდესა. "უცნაური დამთხვევით" სწორედ ოდესაში ფრანგი სამხედროების ყოფნის საკითხი საერთაშორისო საინფორმაციო და პოლიტიკური სკანდალის თემად იქცა.

 

გამოდის, თუ ფრანგი სამხედროები ოდესაში არიან, მათ შავი ზღვის აუზში იარაღის მიწოდების პრობლემა არ ექნებათ. რჩება ერთი საკითხი - როგორ „შეაპარონ ტრანზიტით" ეს იარაღი სომხეთში საქართველოს გავლით მუდმივად. ქართული ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ, ერთხელ ეს შესაძლებელი გახდა. თუმცა, ფართომასშტაბიანი ომის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, შესაძლებელი იქნება სომხეთისთვის იარაღის უწყვეტი მიწოდება „ქართული მარშრუტით“, საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციის შემთხვევაში, ან ხელისუფლებაში სრულიად მარიონეტული რეჟიმის მოყვანით. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება საკუთარ, შედარებით დამოუკიდებელ და სუვერენულ პოლიტიკას ატარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სომხეთის „მეხუთე კოლონის“ დახმარებით საქართველოში დესტაბილიზაციის საფრთხე რეალურია.

 

პარიზისთვის აზრი არ აქვს  „საქართველოს საკითხით დაკავდეს“ რათა სომხეთისთვის „სამხედრო დერეფნის“ მოსაპოვებლად, თუ საფრანგეთს არ ექნება წვდომა შავ ზღვაზე. როგორც ჩანს, საფრანგეთის ხელისუფლება ამ კუთხით უკვე „განაცხადებს აკეთებს“.

 

ჯერ კიდევ 2024 წლის თებერვალში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დახურულ წრეში განაცხადა, რომ სამხედროებს ოდესაში გაგზავნის. ამის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერების სამიტზე, ემანუელ მაკრონმა ოფიციალურად არ გამორიცხა უკრაინაში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა,  რასაც უკვე მოჰყვა რუსეთის უარყოფითი რეაქცია. რუსი პოლიტიკოსები ამაზე უკვე მწვავედ რეაგირებენ, მაგრამ ამას შერჩევითობის საფუძველზე გამოხატავენ „კრემლის ჯამბაზების“ რეპუტაციის მქონენი. ჯერ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დაემუქრა ფრანგებს „შედეგებით“, შემდეგ კი სახელმწიფო სათათბიროს მოადგილემ პიოტრ ტოლსტოიმ კიდევ უფრო მკვეთრად განაცხადა, რომ რუსები დახოცავენ „ყველა ფრანგ ჯარისკაცს, რომელიც უკრაინის მიწაზე ჩამოვა“. ”თქვენ, ფრანგები, რომელთაც გინდათ ჯარისკაცებით ოდესაში ჩამოსვლა, მესამე მსოფლიო ომის პროვოცირებას ცდილობთ”, - დასძინა პიოტრ ტოლსტოიმ.

 

 

როგორც ჩანს, პიოტრ ტოლსტოი ვერ აცნობიერებს, რომ ოდესაში ფრანგი სამხედროები გამოჩნდებიან არა მხოლოდ რუსეთთან დასაპირისპირებლად. საბაბად კი საფრანგეთის პრეზიდენტი ანტირუსულ რიტორიკას და „რუსეთთან ომში უკრაინის დახმარებას“ იყენებს. უახლესი გეოპოლიტიკური ტენდენციებით თუ ვიმსჯელებთ, რუსეთთან ომი არ არის ოდესაში საფრანგეთის ყოფნის მთავარი მიზანი.

 

რუსეთთან საბრძოლველად ბოლო დრომდე საფრანგეთსა და დასავლეთის სხვა ქვეყნებს "ჰყოფნიდათ" უკრაინის არმია, რომელსაც ნატოს ქვეყნები აწვდიდნენ იარაღს. ბოლო თვეებში კი შეერთებულმა შტატებმა და საფრანგეთმა შეამცირეს უკრაინის დახმარება, რამაც ომი არსებითად „პოზიციურ ჩიხში“ შეიყვანა. ისმის კითხვა: იყო თუ არა დახმარების ასე შემცირება მიზანმიმართული „თამაში“ ფრანგული ჯარების გაგსაზავნად „უკრაინის გადასარჩენად“? თანაც არა "სადმე", არამედ კონკრეტულად უკრაინის შავი ზღვის სანაპიროზე.

 

საფრანგეთს სჭირდება „ბაზა“ შავ ზღვაზე, ოდესაში, რათა მოიპოვოს „ლოგისტიკური წვდომა“ შავი ზღვის გავლით სამხრეთ კავკასიაში, თურქეთის მიერ კონტროლირებადი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გვერდის ავლით. უკრაინას რომ გაემარჯვა და წარმატებით დაებრუნებინა თავისი ტერიტორიები, მაშინ ოდესაში საფრანგეთის ჯარების გაგზავნაზე საუბრის განსაკუთრებული მიზეზი არ იქნებოდა. თავად უკრაინელები იქნებოდნენ წინააღმდეგნი, ისევე როგორც თურქეთი.

 

დღესდღეობით კი, წელიწადზე მეტია  უკრაინა ფრონტზე წარმატებით ვერ დაიკვეხნის. შესაბამისად, კიევმა საკმაოდ დადებითად აღიქვა ინფორმაცია მაკრონის განზრახვის შესახებ ჯარის გაგზავნის თაობაზე ოდესაში. არც კი უფიქრიათ, რომ ფრანგი სამხედროები იქ ჩავლენ არა იმდენად უკრაინის დასახმარებლად, არამედ საფრანგეთის სხვა გეოპოლიტიკური პრობლემების გადასაჭრელად. 

 

საფრანგეთი სომხეთიდან რუსეთს „აძევებს“ თავად სომეხი ნაციონალისტების და პროდასავლური სომხური ლობის ფანატიკური დახმარებით. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის პირისპირ ჩაებას ომში რუსეთის ფედერაციასთან. თუნდაც იმიტომ, რომ საფრანგეთსა და რუსეთს აქვთ მრავალმხრივი ფართომასშტაბიანი ერთობლივი პროექტები, მათ შორის ბირთვული ენერგიისა.

 

აქ მეტად სიმბოლურია, რომ 2024 წლის 21 მარტს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ მოაწყო ატომური ენერგიის სამიტი ბრიუსელში. სამიტს ესწრებოდნენ არა მხოლოდ ევროპის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, არამედ ამ უკანასკნელის თანამგზავრი, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ სამიტზე დაისმებოდა სომხეთში ყველაზე საშიში მეწამორის ატომური ელექტროსადგურის პრობლემის განხილვის საკითხი, რის გამოც რეგიონში ნებისმიერი ომი შეიძლება "ბირთვული" გახდეს - იმდენად საშიშია ეს ობიექტი. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ბირთვულ ენერგეტიკაში იგეგმება რუსეთის ფედერაციასა და საფრანგეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ახალი ეტაპი.

დღეს საფრანგეთის ატომურ ინდუსტრიას, რომელსაც აკონტროლებს სახელმწიფო (ანუ, ფაქტობრივად, იგივე ემანუელ მაკრონი), აქვს წინასწარი შეთანხმება Rosatom-თან ამ უკანასკნელის ჩართვაზე საფრანგეთის მიერ ორგანიზებულ ევროპულ ატომური საწვავის მიწოდების ქსელში.

 

გერმანიის ქალაქ ლინგენში არის ატომური საწვავის ქარხანა, რომელიც ეკუთვნის მრავალი ევროპული რეაქტორისთვის საწვავის მწარმოებელ საფრანგეთის Framatome-ს. იგი ახლა ელოდება ნებართვას გერმანიის მთავრობისგან, რათა დაიწყოს ბირთვული საწვავის წარმოება Rosatom-თან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ მარტის დასაწყისში გერმანელმა გარემოსდაცვითმა აქტივისტებმა შეაგროვეს და ხელისუფლებას გადასცეს გერმანიის მოქალაქეების 10000-ზე მეტი ხელმოწერა, რომლებიც ითხოვდნენ ფრანგული განაცხადზე უარის თქმას. 

 

გამოდის, რომ მაშინ, როცა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოსკოვს უკრაინაში ფრანგული ჯარების გაგზავნით ემუქრება, მისი საკუთარი ბირთვული ინდუსტრია კრემლის ბირთვულ-გეოპოლიტიკურ ინსტრუმენტთან, Rosatom-თან მომგებიან ბიზნესს აწარმოებს. ლინგენის საწვავის სქემაზე გერმანიის ხელისუფლებისგან თანხმობის შემთხვევაში, ამ პროექტიდან მოგებას მიიღებენ საფრანგეთი და რუსეთი. საფრანგეთს კი, ამ დროს, შეუძლოა იპოვნოს სხვა პარტნიორი ატომური საწვავის წარმოებისთვის გერმანიაში ახალ ქარხანაში.

ამრიგად, საფრანგეთის ბირთვულ ბიზნესში Rosatom-ის მონაწილეობის საკითხი შესაძლოა საფრანგეთმა სათავისოდ გამოიყენოს, რათა რუსეთი, რომელიც შემოიფარგლება თავისი მედვედევის ან ტოლსტოის მსგავსი „მორიგე პოლიტიკური კლოუნების“ ხმამაღალი გამოსვლებით, შეეგუოს ფრანგი სამხედროების ყოფნას ოდესაში და არ ჩაერიოს „იარაღის დერეფანში“ ოდესიდან სამხრეთ კავკასიამდე.

 

მსგავსი გეოპოლიტიკური სცენარის განვითარდების შემთხვევაში და, თუკი საფრანგეთი ოდესისა და შავი ზღვის გავლით ააშენებს თავის სამხედრო ლოგისტიკას, სომხეთი აუცილებლად წამოიწყებს ახალ ომს სამხრეთ კავკასიაში და ეს ნიშნავს საქართველოსთვის გეოპოლიტიკური რისკების მკვეთრ ზრდას. ამით კი საფრანგეთმა და სომეხმა ექსტრემისტებმა შეიძლება ხელი შეუშალონ ტრანზიტს შუა დერეფნის გასწვრივ ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან საქართველოს გავლით ევროპაში.

 

 

 

ალექსანდრე ზაქარიაძე

წაკითხულია : 604


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები