პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

27.03.24 10:25


საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.

 

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას 2024 წლის 14 დეკემბრამდე გენერალ-მაიორი ბეტინა ბუღანი უხელმძღვანელებს.

 

ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბუღანი არის საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის ოფიცერი, რომელსაც აქვს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტაბილიზაციის მისიებში დიდი გამოცდილება; მუშაობდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე გაერო-ში, ასევე საფრანგეთის ჟანდარმერიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში.

 

ბოლო დროს ის ჩართული იყო კონფლიქტების პრევენციაში, მედიაციასა და მშვიდობის შენარჩუნებაში, მგრძნობიარე პოლიტიკურ და უსაფრთხოების კონტექსტში.

 

ბეტინა ბუღანი დიმიტრიოს კარაბალისს შეცვლის.

 

1tv.ge

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები