პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: არის ქვეყნები, სადაც ლგბტ პროპაგანდა იქამდეა მისული საქმე, რომ უმაღლესი თანამდებობის პირებს უწევთ ამ პროპაგანდის წინააღმდეგ გამოსვლა

28.03.24 12:01


ვხედავთ, რომ არის ქვეყნები, სადაც იქამდეა მისული საქმე, რომ უმაღლესი თანამდებობის პირებს უწევთ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ გამოსვლა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

 

მისი თქმით, მსოფლიოში არის ტრენდი და ეს ტრენდი ნელ-ნელა საქართველოში ინაცვლებს.

 

„მნიშვნელოვანია, რომ ამასთან დაკავშირებით დროულად ჩამოვყალიბდეთ, როგორია საზოგადოების პოზიცია, რა არის ჩარჩო, რომელშიც გვინდა, რომ არსებობდეს ჩვენი საზოგადოება და მისი სოციალური მოწყობა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ მომენტშივე იყოს ამაზე რეაქცია. ვხედავთ, რომ არის ქვეყნები, სადაც იქამდეა მისული საქმე, რომ უმაღლესი თანამდებობის პირებს უწევთ ამ პროპაგანდის წინააღმდეგ გამოსვლა. ლამის აბსურდამდე არის მისული ეს დისკუსიები, აღარ გავიმეორებ იმ ციტატებს და მაგალითებს, რომელიც არის. განხილვა, რომელიც დღესდღეობით ჩვენს საზოგადოებაში მიმდინარეობს, ადასტურებს, რომ ადამიანები ხედავენ ამ რისკებს და სურთ, რომ ეს რისკები იყოს დაზღვეული. ამას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, რომელიც უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს საკუთარ ხალხს და უზრუნველყოფს საკუთარი ხალხის ინტერესების გატარებას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.


პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა, რომელზეც დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა.

 

imedinews

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები