პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი - ჩვენი გამოწვევები გვაქვს რუსეთის ჩარევისგან, ისღა გვაკლდა, რომ სხვა მხრიდან ყოფილიყო ჩარევა და სამწუხაროდ, ეს ჩარევა არის

28.03.24 13:43


შარშანდელისგან განსხვავებით, საზოგადოება გათვიცნობიერებულია ამ პრობლემაში, რომელიც უკვე გამოწვევა აღარ არის, ეს არის პრობლემა, როდესაც ქართულ პოლიტიკაში უცხოური ჩარევა ხდება სხვადასხვა მხრიდან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

 

მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორი საქართველოში ყველაზე გაუმჭვირვალეა.

 

„ყველამ ნახა, რომ „ენჯეო“ სექტორი ყველაზე გაუმჭვირვალეა საქართველოში და ზოგიერთი დონორი ორგანიზაციაა, რომელიც თავის დაფინანსებას უხეშად მალავს. გაასაჯაროონ ფინანსები. თუმცა ჩემს ამ მოწოდებას ერთ ყურში უშვებენ, მეორედან უშვებენ და არაფრად აგდებენ ქართველი ხალხის ინტერესს, თავიანთი დაფინანსებები დამალული აქვთ, რაც უპატივცემულობაა ქვეყნის დამოუკიდებლობის მიმართ, როდესაც ამბობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოვალთ, ფულს დავხარჯავთ, ჩემი „ენჯეოები“ მეყოლება და თან პასუხაც არავინ მომთხოვსო. სამწუხაროდ, ასეთი უხეში ჩარევებებია საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. შარშანდელისგან განსხვავებით, საზოგადოება გათვიცნობიერებულია ამ პრობლემაში, რომელიც უკვე გამოწვევა აღარ არის, ეს არის პრობლემა, როდესაც ქართულ პოლიტიკაში უცხოური ჩარევა ხდება სხვადასხვა მხრიდან. ჩვენ ჩვენი გამოწვევები გვაქვს რუსეთის ჩარევისგან და ახლა ისღა გვაკლდა, რომ სხვა მხრიდან ყოფილიყო ჩარევა და სამწუხაროდ, ეს ჩარევა არის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

1tv.ge

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები