პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი - უცხოური გავლენების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირების საკითხი მნიშვნელოვანია ევროპული ქვეყნებისთვისაც

28.03.24 14:46


ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის პრობლემაა გარე გავლენები, ჩარევა და ნებისმიერი საზოგადოებისთვის უნდა იყოს მოთხოვნა, რომ ჰქონდეს ინფორმაცია, რა ახდენს გავლენას ქვეყნის პოლიტიკის შემუშავებაზე, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

 

ბოჭორიშვილის თქმით, უცხოური გავლენების შესახებ მოქალაქეების ინფორმირების უზრუნველყოფა, რაზეც სურდათ აქცენტის გაკეთება საქართველოში, აქტუალურია ევროპული ქვეყნებისთვისაც.

 

მაკა ბოჭორიშვილი გამოეხმაურა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ გარე ჩარევასთან ბრძოლის კანონპროექტის მხარდაჭერას, რომელიც უცხოელი ხელმძღვანელობის ინტერესებით მოქმედთა რეესტრის შექმნასაც ითვალისწინებს.

 

„ის, რაც საფრანგეთში მოხდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უცხოური გავლენები გამოწვევაა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვისაც. პირველი შემთხვევა არ არის, როცა გავლენების საკითხი განიხილება. ევროკომისიაც მუშაობდა აღნიშნულ საკითხზე. რასაც ვსაუბრობდით და რაზეც გვინდოდა, გაგვეკეთებინა აქცენტი – მოქალაქეების ინფორმაციული უზრუნველყოფა უცხოური გავლენების შესახებ, აქტუალურია ევროპული ქვეყნებისთვისაც. იცით, საქართველოში როგორი განვითარება ჰქონდა ამ საკითხს, მოხდა სპეკულაცია ამ თემით და „რუსული კანონით“, რაც აბსოლუტურად არარელევანტური იყო. საკითხი მნიშვნელოვანია ევროპის ქვეყნებისთვის და ამაზე მსჯელობენ. ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის პრობლემაა გარე გავლენები, ჩარევა. ნებისმიერი საზოგადოებისთვის უნდა იყოს მოთხოვნა, რომ ჰქონდეს ინფორმაცია, რა ახდენს გავლენას ქვეყნის პოლიტიკის შემუშავებაზე, განსაკუთრებით, როდესაც საუბარია სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. შეიძლება ითქვას, ჩვენ ადრე დავიწყეთ ამაზე ფიქრი და საუბარი, ვიდრე ამას ევროპელი კოლეგები გააკეთებდნენ, თუმცა არასწორი სპეკულაციები მოჰყვა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

1tv.ge

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები