პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე - მოსამართლის ნაცვლად, უნდა გადაიხედოს მათი კეთილსინდისიერება, ვინც მიიჩნევს, რომ ქართული სასამართლოს სამართლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

29.03.24 15:00


მოსამართლის კეთილსინდისიერების შეფასების ნაცვლად, უნდა გადაიხედოს მათი კეთილსინდისიერება, ვინც მიიჩნევს, რომ ქართული სასამართლოს სამართლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

 

ხუნდაძის თქმით, ნიკა გვარამიას საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ქართული სასამართლო არის კეთილსინდისიერი.

 

„გვარამიასა და სტრასბურგის სასამართლოს ბოლოდროინდელი ურთიერთობა შეიძლება შეფასდეს ასე: „სამართალმა პური ჭამა“. სტრასბურგმა გვარამია დატოვა კრიმინალად და სამართლიან მოსამართლედ აღიარა მოსამართლე, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო და თითქოს მისი გადაწყვეტილების რევიზია უნდა მომხდარიყო საელჩოში. სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული სასამართლო არის კეთილსინდისიერი. ვფიქრობ, მოსამართლის კეთილსინდისიერების შეფასების ნაცვლად, უნდა გადაიხედოს მათი კეთილსინდისიერება, ვინც მიიჩნევს, რომ ქართული სასამართლოს სამართლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. უკვე მერამდენედ, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები საერთაშორისო, მათ შორის ევროპული სასამართლოს მხრიდან პოზიტიურად არის შეფასებული და არავითარ გადახედვას ამ საკითხში არ აპირებს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

ამასთან, ხუნდაძეს კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვითაც, ნიკა გვარამიას თავისი წარსულიდან გამომდინარე, რამდენად აქვს უფლება პოლიტიკაში ყოფნის, რაზეც ხუნდაძემ განაცხადა:

 

„ეს წარსული რჩება მის წარსულად და ისტორიად. რა თქმა უნდა, მისი პოლიტიკაში მონაწილეობა ამ ისტორიისგან განცალკევებული ვერ იქნება. საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხალხი. ფაქტია, ის არის დისკრედიტებული, კრიმინალი, საზოგადოებისთვის უნდა იყოს მიუღებელი და ასეც იქნება. ამაში დარწმუნებული ვარ არა მარტო მე, არამედ მათი ლიდერი სააკაშვილიც. თავადვე შეხედეს, რომ არ გაამართლა წინასაარჩევნო სქემამ და ახლა სააკაშვილი ყველას სთავაზობს, მათ შორის ნიკა გვარამიას, ხაზარაძეს და დანარჩენებსაც, ისევ „ნაცმოძრაობის“ ერთიან ქუდში გაერთიანდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი „ნაცმოძრაობას“ წაართმევენ ხმებს, მაგრამ იმდენს ვერა, რომ ბარიერი გადალახონ.

 

სამწუხაროა, რომ ოპოზიციური ველი, ძირითადად „ნაცმოძრაობა“ და ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი შედგება კრიმინალებისაგან, დამნაშავეებისგან, მძიმე წარსულის მქონე ადამიანებისგან. მათ საზოგადოება კარგად იცნობს, ასევე კარგად იცნობს სამართალიც, არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისოც. ამიტომ ისინი სამართლებრივი განაჩენის გარდა, ახლა უკვე საზოგადოების მხრიდან პოლიტიკურ საარჩევნო განაჩენს მიიღებენ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

1tv.ge

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები