პოლიტიკა

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია - საქართველოში საგადასახადო მიზნებისთვის ინფორმაციის გამჭვირვალობის მხრივ კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს

29.03.24 17:34


ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალურმა ფორუმმა საქართველოს იურისდიქციის შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლითაც საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის სფეროში საქართველოს რეიტინგი: largely compliant მიენიჭა.

 

საქართველოს შეფასების პროცესი, მეორე რაუნდის ფარგლებში, OECD-ის მიერ 2023 წლის 10 მარტს დაიწყო და სამწლიანი პერიოდის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს.

 

შეფასებები განხორციელდა მეორე რაუნდის ფარგლებში, რომელიც ეფუძნება OECD-ის მიერ განახლებულ მეთოდოლოგიას და შეფასების პროცესში იურისდიქციები ფასდება 10 ელემენტის მიხედვით: A.1 საკუთრებისა და ვინაობის შესახებ ინფორმაციის არსებობა; A.2. საბუღალტრო ინფორმაციის არსებობა; A.3 საბანკო ინფორმაციის არსებობა; B.1 ინფორმაციაზე წვდომა; B.2 უფლებები და გარანტიები; C.1 მოთხოვნის საფუძველზე ინფორმაციის გაცვლის (EOIR) მექანიზმები; C.2 მოთხოვნის საფუძველზე ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების ქსელი; C.3 კონფიდენციალურობა და C.4 უფლებები და გარანტიები.

 

აღსანიშნავია, რომ ამ 10 ელემენტიდან 8-ში საქართველოს მიენიჭა უმაღლესი რეიტინგი – „compliant”.

 

აღნიშნული შეფასებით, საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირის ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ლატვია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, სლოვაკეთი.

 

ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ პირველი რაუნდის შეფასების ფარგლებში მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე განხორციელებული ცვლილებები გლობალური ფორუმის ანგარიშში მნიშვნელოვან პროგრესად იქნა მიჩნეული.

 

დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.

 

ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

1tv.ge

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები