პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე - გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული საზოგადოების, განსაკუთრებით, შესაბამისი დარგის წარმომადგენლების ფართო ჩართულობით

29.03.24 18:01


გამჭვირვალობას და გახსნილობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული საზოგადოების ფართო ჩართულობით, განსაკუთრებით შესაბამისი დარგის წარმომადგენლების ფართო ჩართულობით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

 

მისივე თქმით, დღეს, სტუდენტებთან გამართული შეხვედრა არის ამის ერთ-ერთი მაგალითი.

 

„დღევანდელი შეხვედრაც არის ამის ერთ-ერთი მაგალითი, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც ემსახურება სტუდენტების, კურსდამთავრებულების ინტერესებს და აქაც პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ვიდრე ეს გადაწყვეტილება მიიღება, პირველ რიგში, სწორედ მათთან გავიაროთ კონსულტაციები, იმ ადამიანებთან, რომლებსაც უნდა შეეხოს ჩვენი გადაწყვეტილება. ეს არის ჩემი მოწოდება მინისტრების, თუ საჯარო ხელისუფლების ყველა წარმომადგენლის მიმართ“, – აღნიშნა პრემიერმა.

 

1tv.ge

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები