ეკონომიკა

აჭარაში დედამ შვილი ნაჯახით მოკლა

07.12.16 20:00


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში დედამ შვილი ნაჯახით მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული დედა, რომელიც 70 წლამდე ასაკისაა, პოლიციის სამმართველოშია გადაყვანილი.

გარდაცვლილია 50 წლამდე ასაკის კაცი.

ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

როგორც „კვირას“ შსს–ში განუცხადეს, გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულიხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით 10-20 წლამდე ან უვადოდ.

„კვირა“ ამ თემაზე დამატებით დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები