საზოგადოება

რუსული ,,იანდექს ტაქსის“ სატყუარა - ქართული ტაქსის კომპანიებს გაკოტრება ემუქრებათ

08.12.16 16:15


ქართული ტაქსის კომპანიებს გაკოტრება ემუქრება. დემპინგური ფასით შემოსული რუსული იანდექს ტაქსი ნელ-ნელა კონკურენტი კომპანიების ჩამოშორებას იწყებს. მომხიბვლელი ფასი სწორედ იმის წინაპირობაა, რომ გადაბირებული კლიენტების ფონზე მოხდეს ბაზრის სრულად ათვისება. როგორც ,,ნიუპოსტს“ წყარო უყვება, ბაზრის დაკავების შემდეგ დაბალი ფასები უბრალოდ აღარ იარსებებს და გახდებს იგივე ფასი, რაც დღეს მოქმედ ტაქსის კომპანიებს აქვთ.

დღესდღეობით იანდექს ტაქსი თავის მძღოლებს, რომლებიც საკუთარი ავტომობილებით მუშაობენ, ყოველ გამოძახებაზე 3,70 ლარს უხდის, ხოლო მათ, ვინც იანდექს ტაქსის ავტომობილით მუშაობს - 2 ლარამდე. ერთ-ერთი მძღოლი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ჰყვება, რომ იანდექს ტაქსის კომპანია სრულად ცდილობს ბაზრის ათვისებას, თუმცა ჩვენი რესპოდენტი კომპანიის შიგნით არსებულ პრობლემებზეც საუბრობს: ,,მიუხედავად იმისა, რომ გამოძახებაზე ფულს უხდიან, უკვე დიდი ხანია დავალიანება აქვს კომპანიას მძღოლების, ამ თვეში განუცხადეს, რომ ჯერ-ჯერობით დავალიანებას ვერ დაგიფარავთო. მიზეზად კი გადმორიცხვების პრობლემას ასახელებენ. ეგ კომპანია დაბალი ფასის გამო იზიდავს მგზავრებს, იმისათვის რომ ბაზარი სრულად აითვისონ, ეს ვიცით ყველამ, თუმცა ბოლომდე ამ ფასით მაინც ვერ იმუშავებენ, უბრალოდ სხვებს ჩაიძრავენ“ - ამბობს ერთ-ერთი მძღოლი.

,,რეზონანსის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი ქართული ტაქსის კომპანია, რომელიც უკვე გაკოტრების პირასააა 200-200-ია, რომლის დამფუძნებელიც ნიკა ხოფერია ამბობს, რომ რუსული კომპანია იაფი ტარიფით მგზავრებს იტყუებს, ამით კი მძიმე მდგომარეობაში აყენებს დანარჩენ კომპანიებს.

,,ჩვენი თანამშრომლების უმრავლესობა იანდექს ტაქსიმ გადაიბირა ფაქტობრივად გაგვაკოტრეს, რადგან ქართული კომპანია მცირე რესურსით უკვე საქმიანობას ვეღარ აგრძელებს. რუსულმა გიგანტმა კომპანიების უმეტესობა შეიერთა. გადაიბირეს მძღოლები, რადგან ,,ტაქსისტებისთვის“ მათი შეთავაზება მისაღებია. ჩვენთან შედარებით მეტს უხდიან ხოლო მგზავრებს იაფი ტარიფით იტყუებენ, ამან იქამდე მიგვიყვანა რომ გავკოტრდით“-ამბობს ნიკა ხოფერია ,,რეზონანსთან".


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები