პოლიტიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატების პოლიტიკური გამოსვლები მიმდინარეობს, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო

16.04.24 14:10


პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატების პოლიტიკური გამოსვლები მიმდინარეობს, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

 

უფრო კონკრეტულად, შელაპარაკება „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ „ეს კანონი ასამარებს საქართველოს ევროპულ არჩევანს“.

 

ოპოზიციონერი დეპუტატის გამოსვლის პარალელურად მას უმრავლესობის წევრებმა სხვადასხვა რეპლიკით მიმართეს, მათ შორის დიმიტრი სამხარაძემ მას „მონა“ და „ქათამი“ უწოდა, რაზეც ვაშაძემ უთხრა, რომ სწორედ ესაა მათი სახე.

 

„ნაბიჭვარი ეს. ახლა გაახსენდა ქართველი ხალხი? რომ აწამებდი, ბიჭო? მაშინ რატომ არ გახსოვდა ხალხი? გადაგაყლაპებ მაგ მიკროფონს, მონა ეს. ქათამი“,- განაცხადა დიმიტრი სამხარაძემ.

 

გიორგი ვაშაძეს ასევე უმრავლესობის დეპუტატი დაჩი ბერაიაც დაუპირისპირდა, რომელმაც ოპოზიციის მისამართით თქვა, რომ არაკაცები არიან.

 

„ვერცერთი წინადადება ვერ თქვით, რატომ ეძახით ამ კანონპროექტს რუსულს. დეზინფორმატორები ხართ, ქვეყნის არევას ცდილობთ. ხალხის შეცდომაში შეყვანას ცდილობთ, თქვე არაკაცებო“,- განაცხადა დაჩი ბერაიამ.

 

ვაშაძეს მიმართა „ქართული ოცნების“ წევრმა ალუდა ღუდუშაურმაც და „ფარჩაკი“ უწოდა.

 

„ერთი არგუმენტი არ მოგიტანიათ. რუსი კი არა, რუსიც ხარ და ფარჩაკიც. რუსი მდგმურები სახლში მოიკითხე“,- უთხრა ღუდუშაურმა გიორგი ვაშაძეს.

 

გიორგი ვაშაძემ უმრავლესობის წევრების მხრიდან გაკეთებული რეპლიკების გამო მანდატურებს მათი გაყვანისკენ მოუწოდა.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები