პოლიტიკა
16.04.24 15:50
რუსული კანონი ხელს უშლის ძალიან ბევრი აქტიური პროგრამის საქმიანობას, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ემსახურება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ეს კანონი ეხება და ხელს უშლის ჩვენი სახელმწიფოს ევროპულ ინტერესებს, საზოგადოების ყველა ფენის და ყველა პროფესიის ფიზიკურ პირს,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არ ემსახურება სახელმწიფო ინტერესებს.
„გუშინ საკომიტეტო განხილვაზე გაიჟღერა ერთმა ძალიან საინტერესო განცხადებამ უმრავლესობის წარმომადგენლის მხრიდან. არ ვიცი წამოსცდა, თუ ფაქტობრივი აღიარება იყო, როდესაც მან თქვა, რომ თურმე ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ რომ გვთხოვა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, უნდა გაგვეთავისუფლებინაო? ეს არის ფაქტობრივი აღიარება თუ საით მიგყავთ ქვეყანა და ევროპული კურსი. ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა, ამ 27-მა ქვეყანამ, სწორედაც მაშინ აღიარა, რომ მიხეილ სააკაშვილის არის პოლიტიკური პატიმარი და მიხეილ სააკაშვილი არის რუსული რეჟიმის ტყვე. თქვენ კი, გუშინდელი გამოსვლით ეს დაადასტურეთ.
ახლა რაც შეეხება იმ კანონს, რომელზეც თქვენ საუბრობთ, რომ თითქოს არის გამჭვირვალობის კანონი. რად გიღირთ საერთოდ, რას ფიქრობთ, რას ეუბნებით იმ ათი ათასობით ადამიანს, რომელსაც ერთადერთი კითხვა აქვს თქვენთან და ერთადერთი მოთხოვნა აქვს, რომ გაიტანოთ ეს კანონი უკან.
ეს არ არის კანონი, რომელიც ემსახურება სახელმწიფო ინტერესებს და ჩვენს სუვერენულ ინტერესებს. პარლამენტთან გუშინ იდგა ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის თქვენი მეგობრებიც, შეიძლება ყოფილი მეგობრები, თქვენი ნათესავები, თქვენი მეგობრის შვილები. თქვენ იმ ადამიანებს ვერ დაარწმუნებთ იმაში, რომ ეს არ არის რუსული კანონი. ეს არის კანონი, რომელიც ჩვენ სახელმწიფოებრიობას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას უშლის ხელს. თქვენ ეჭვქვეშ აყენებთ ორგანიზაციების მოღვაწეობას და ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც წლებია ეხმარებიან ჩვენს ქვეყანას. მაგალითად, ორგანიზაცია USAID, რომლის პროგრამებითაც ფინანსდება ძალიან ბევრი პროგრამა, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურების გავლით და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით. რამდენი ამბულატორია აშენდა, რამდენი სკოლა გარემონტდა, რამდენი მცირე მეწარმე დაფინანსდა სოფლის მეურნეობის მიმართულებით იმ სოფლებში თქვენ რომ ხუთ მილიონს შეჰპირდით და გადააგდეთ. ამიტომ კარგად მოისმინეთ თუნდაც USAID-ის პრეზიდენტის განცხადებაც, რომელმაც პირდაპირ გითხრათ, რომ ამ კანონის მიღება ხელს შეუშლის ჩვენს ურთიერთობას, იმ საქმიან დამოკიდებულებას, რომელიც მათ გააჩნიათ საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. ეს კანონი ხელს შეუშლის ძალიან ბევრი აქტიური პროგრამის საქმიანობას, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ემსახურება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ამიტომ თქვენი განცხადებები, რომ თითქოს ეს კანონი არ ეხება ფიზიკურ პირებს, არის აბსურდი. ეს კანონი ეხება და ხელს უშლის ჩვენი სახელმწიფოს ევროპულ ინტერესებს და ეს კანონი ეხება და ხელს უშლის საზოგადოების ყველა ფენის და ყველა პროფესიის ფიზიკურ პირს“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
ipn.ge
წაკითხულია : 379
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0029.04.24
-
იენს სტოლტენბერგი - უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია, უკრაინა ნატოს წევრი გახდება
17:3729.04.24
-
17:1529.04.24
-
უახლოეს დღეებში საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება
16:5029.04.24
-
16:2829.04.24
-
შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის დელეგაციას შეხვდა
16:0029.04.24
-
2 მაისს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ
15:3729.04.24
-
კახეთში, 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს
15:1429.04.24
-
შსს-ს ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზეა დაკავებული
14:4229.04.24
-
14:1129.04.24
-
13:4629.04.24
-
ბრძოლა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნებისთვის და ინდოეთის ოკეანეში გასასვლელისთვის
13:2529.04.24
-
საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა 28 მაისიდან ამოქმედდება
13:1929.04.24
-
12:5529.04.24
-
„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – ამ ლოზუნგით ბათუმში დღეს აქცია გაიმართება
12:2329.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - არის დრო ერთად დგომის და შემართების
12:0029.04.24
-
ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინის მარნები მონაწილეობდნენ
11:4029.04.24
-
11:2029.04.24
-
დიმიტრი ხუნდაძე - საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება
11:0029.04.24
-
10:3429.04.24
-
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა კამათის ფონზე დაიწყო
10:1029.04.24
-
ბრძოლა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნებისთვის და ინდოეთის ოკეანეში გასასვლელისთვის
9:4429.04.24
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24