პოლიტიკა
30.04.24 10:00
რეალურად, ოქტომბერში არჩევანი იქნება უალტერნატივო, ეს ცალსახად შემიძლია, ვთქვა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, 2021 წელს რომ გაემარჯვა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველს, საქართველო დღეს უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა.
„როდესაც საუბარი გვაქვს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზე“, ამ პარტიების თითოეულ ამომრჩეველსა და მხარდამჭერს ეკისრება ისეთივე პასუხისმგებლობა, როგორც ეკისრებათ მათ ცნობილ პოლიტიკოსებს. შეიძლება, ვიღაცამ არასწორი შეფასებების გამო დაუჭირა მხარი კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, მაგრამ 2021 წელს რომ გაემარჯვა იმ ამომრჩევლის არჩევანს, რომელმაც, მაგალითად, ხმა მისცა „ნაცმოძრაობას“, ხაზარაძეს, გახარიას, „გირჩს“, „ევრონაცებსა“ და ა.შ. მათი არჩევანის გამარჯვების შემთხვევაში საქართველო დღეს იქნებოდა უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში. ამიტომ კიდევ ერთხელ ყველას უნდა მოვუწოდოთ, თითოეულ ამომრჩეველს, საკუთარი პასუხისმგებლობა კარგად გაიაზრონ და ამის საფუძველზე გააკეთონ არჩევანი. დღეს ერთადერთი უალტერნატივო არჩევანია. ეს ძალიან სამწუხარო მოვლენაა, დემოკრატიისთვის არ არის კარგი, როცა ამომრჩეველს არ აქვს ალტერნატივა. დემოკრატიულ სისტემაში, ბუნებრივია, ჯანსაღ სისტემაში უნდა ჰქონდეს არაერთი ალტერნატივა ამომრჩეველს, როგორც ეს ტრადიციულად ხდებოდა ევროპულ ქვეყნებში, რომ არცერთი პარტიის გამარჯვება არ ნიშნავდა ქვეყნის გაუბედურებას. ჩვენთან ასე არაა საქმე. თუ რადიკალური ოპოზიციის ამომრჩეველი გაიმარჯვებს, ეს პირდაპირ ნიშნავს ქვეყნის ძალიან მძიმე უბედურებაში გახვევას. 2021 წელს მათ ამომრჩეველს რომ გაემარჯვა, ვგულისხმობ „ნაცმოძრაობას“, „ლელოს“, გახარიას, „გირჩს“ და ა.შ. ჩვენ დღეს ვიქნებოდით უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში, ამიტომ საკუთარი პასუხისმგებლობა არჩევანის გაკეთების დროს თითოეულმა ამომრჩეველმა მაქსიმალურად უნდა გაიაზროს“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებში გამარჯვებაში აბსოლუტურად დარწმუნებულია.
„ბოლო კვლევების თანახმად, 60 პროცენტზე მაღალია ჩვენი რეიტინგი და მას შემდეგ, რაც დავაინიცირეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და მას შემდეგ, რაც ბოლომდე გავიტანთ, დარწმუნებული ვარ, ეს 60 პროცენტზე მაღალი რეიტინგი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. როცა საზოგადოება დაინახავს, რომ ჩვენ მტკიცედ ვდგავართ სუვერენიტეტის სადარაჯოზე, ეს კიდევ უფრო მეტად დადებითად აისახება ჩვენს საარჩევნო რეიტინგზე. ამიტომ არჩევანს არ აქვს ალტერნატივა და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ „ქართული ოცნების“ ძალიან დამაჯერებელ, უკვე მეცხრე საარჩევნო გამარჯვებაში“, – აღნიშნა პრემიერმა.
1tv.ge
წაკითხულია : 244
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24
-
თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა
11:0016.05.24
-
10:3016.05.24
-
10:0016.05.24
-
პრეზიდენტი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
18:0015.05.24
-
ნიკა გვარამია - რეჟიმი გაბზარულია
17:1515.05.24
-
16:4715.05.24
-
საფრანგეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს
16:2115.05.24
-
სოზარ სუბარი - მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით
16:0015.05.24
-
15:3515.05.24
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24