პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: ევროკავშირი ემზადება შიდაგანხილვებისთვის, თუ როგორ მოემზადოს ახალი წევრების მისაღებად

30.04.24 10:29


მსგავსი ტიპის შეკრება აუცილებლად მისცემს ახალ იმპულსს შემდგომ გაფართოებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ, რომელიც 2004 წლის წარმატებული გაფართოების იუბილეს ეძღვნება.

 

„ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის შეკრება აუცილებლად მისცემს ახალ იმპულსს შემდგომ გაფართოებას, რისი იმედიც ჩვენ ყველას გვაქვს. ასევე ვიცით, რომ თავად ევროკავშირი ემზადება შიდაგანხილვებისა და შიდამსჯელობისთვის, თუ როგორ მოემზადოს ევროკავშირი ახალი წევრების მისაღებად. ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნების წარმომადგენლები - მინისტრები ასევე, მივიღებთ მონაწილეობას ამ განხილვებში, ვისაუბრებთ იმ განვითარებაზე, რომელიც ჩვენმა ქვეყნებმა გაიარა“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

 

imedi

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები