პოლიტიკა
09.05.24 16:18
როდესაც ერთად ვართ, ვერაფერს ბედავენ. ახლა უნდათ, სათითაოდ დაგვესხან თავს. ამიტომ, გავამხნეოთ, გავამაგროთ ერთმანეთი, ვიყოთ გაცილებით მეტნი შაბათს, კვირას და რაც მთავარია, გამარჯვება მოვიპოვოთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
გიორგი ვაშაძის თქმით, გამარჯვება ძალიან ახლოსაა.
„ქართულმა ოცნებამ“ ევროპის დღე რუსულად აღნიშნა. ვის ესხმიან თავს? ადამიანებს, ვინც ახალგაზრდებს მხარს უჭერენ პროტესტში, ამაგრებენ მათ ზურგიდან, თუ წინ უდგებიან მაშინ, როდესაც მათ საფრთხე ემუქრებათ და მთავარი რაც არის, ეს არის შიშისა და რეალობას მოწყვეტილი სიტუაციის გამომხატველი, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს. მე ვეუბნები მათ, რომ თქვენი დრო ამოწურულია, თქვენ მხარდაჭერა არ გაქვთ, უბრალოდ ფიქრობთ, რომ ამ ძალადობით ვინმეს გააჩერებთ. მივმართავ საზოგადოებას, შაბათს მსვლელობაზე გაცილებით მეტნი უნდა ვიყოთ, კვირას, 22:00 საათზე ვიკრიბებით პარლამენტთან და ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ „არა – რუსულ კანონს“ და „კი – ევროპას“. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. დასავლეთისგან სრული მხარდაჭერა გვაქვს ქართველ ხალხს და სრულ იზოლაციაშია ბიძინა ივანიშვილი. მერწმუნეთ, ჩვენ უახლოეს მომავალში გავიმარჯვებთ. ამიტომ, ძალა ერთობაშია.
როდესაც ერთად ვართ, ვერაფერს ბედავენ. ახლა უნდათ, სათითაოდ დაგვესხან თავს. ამიტომ, გავამხნეოთ, გავამაგროთ ერთმანეთი, ვიყოთ გაცილებით მეტნი შაბათს, კვირას და რაც მთავარია, გამარჯვება მოვიპოვოთ. ძალიან ახლოსაა გამარჯვება, ჩამოშლის პირასაა „ქართული ოცნება“. პოლიციელები ისეთ მდგომარეობაში არიან, ხმას ვერ იღებენ. საზოგადოებას ვეკითხები, ასეთი საქართველო გინდათ? ეს ხომ იმის ნათელი მაგალითია, რას აპირებს კანონის მიღების შემდგომ.
მე ღიად ვამბობ, თუ მას ეს ყველაფერი გაუვიდა, სათითაოდ ასე ყველას თავს დაგვესხმებიან, დაგვიჭერენ. ექვსი ადამიანი დავაკავეთო. ერთი ვინმე მაინც დააკავეს, ვინც ლევან ხაბეიშვილს თავს დაესხა? ვინც გუშინდელ თავდასხმებში იღებდა მონაწილეობას? ერთი პოლიციელი მაინც, რა დარღვევებსაც ჰქონდა ადგილი მშვიდობიანი დემონსტრაციისას, პასუხისგებაში მიცემულია? არცერთი, რადგან ასე იქცევა მშიშარა რეჟიმი, რომელიც ძალიან მალე დამთავრდება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
1tv.ge
წაკითხულია : 334
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
რომან გოცირიძე საპენსიო ფონდზე - ჯიბის ორგანიზაციად გინდათ გადააქციოთ
16:1220.05.24
-
დავით ქაცარავა კლინიკის დატოვების შემდეგ - ჩანს კვალი, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები
15:4020.05.24
-
15:1620.05.24
-
14:2320.05.24
-
13:4520.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - იმდენი უცხოელი ჩაერია გამჭვირვალობის საკითხში, ბოლოს მიტინგებზეც გამოვიდნენ
13:1820.05.24
-
ირანში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა
12:5120.05.24
-
12:2020.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ქედმაღლურია
12:0020.05.24
-
11:2920.05.24
-
პრემიერი - ყველანაირი მონაცემები გვაქვს იმისთვის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა გვქონდეს
11:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი მე-12 კლასელებს სკოლის დასრულებას ულოცავს
10:2520.05.24
-
ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაიღუპნენ
10:0020.05.24
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24