მსოფლიო

ესპანური მედიის ცნობით, ირლანდია, ესპანეთი და ევროკავშირის სხვა ქვეყნები პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას აპირებენ

09.05.24 16:40


ირლანდია, ესპანეთი და ევროკავშირის სხვა ქვეყნები პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას აპირებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

 

მედიის ცნობით, ოფიციალური გადაწყვეტილება შესაძლოა, 21 მაისამდე იყოს მიღებული.

 

ირლანდიამ, ესპანეთმა, სლოვენიამ და მალტამ მარტში გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომ ისინი მზად არიან, აღიარონ პალესტინის სახელმწიფოებრიობა, როდესაც „შესაბამისი პირობები იარსებებს“.

 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკავშირის ქვეყნების ნაწილი პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას აპირებს, იმ ფონზე გავრცელდა, როდესაც ევროკავშირის ლიდერები ისრაელის მიერ ქალაქ რაფაჰში წამოწყებულ სამხედრო ოპერაციაზე საპასუხო ნაბიჯებს განიხილავენ.

 

მანამდე, 67 ევროდეპუტატმა წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს, ამ საკითხზე საგანგებო შეხვედრა გამართონ. ევროდეპუტატები ევროკავშირის ისრაელის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას ითხოვენ.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები