მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი სამხედრო სამსახურიდან ოფიციალურად დაითხოვა

09.05.24 18:00


უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი სამხედრო სამსახურიდან ოფიციალურად დაითხოვა.

 

8 მაისით დათარიღებული განკარგულება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ზალუჟნის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოხდა და მას სამხედრო ფორმის ტარების უფლება შეუნარჩუნდა.

 

ვალერი ზალუჟნი მარტის დასაწყისში დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩად დაინიშნა.

 

გარდა ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან ქვეყნის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური სერგეი ლუპანჩუკი გაათავისუფლა და თანამდებობაზე ალექსანდრ ტრეპაკი დანიშნა.

 

ლუპანჩუკი სპეციალური ოპერაციების ძალებს 2023 წლის ნოემბრიდან მეთაურობდა.

 

ალექსანდრ ტრეპაკი სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროა, მას მინიჭებული აქვს უკრაინის გმირის წოდება. მონაწილეობდა დონეცკის აეროპორტის დაცვაში.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები