პოლიტიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციაზე ძალადობაში ბრალდებულ ორ მოქალაქეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

10.05.24 10:40


თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციაზე ძალადობაში ბრალდებულ ორ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო. დაცვის მხარე 5 000-ლარიან გირაოს სანაცვლოდ დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვდა.

 

საქმის პროკურორის განცხადებით, საქმეში წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებში ნათლად არის ასახული ორივე ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედება.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციებზე, პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით 6 ადამიანია დაკავებული.

 

 

imedinews.ge

წაკითხულია : 1441


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები