სომხეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს

10.05.24 11:05


სომხეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. საპროტესტო აქცია არქიეპისკოპოსის, ბაგრატ გალსტანიანის მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების დამთმობებთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.

 

აქციის მონაწილეებმა პრემიერ ფაშინიანს გადადგომისთვის ერთი საათი მისცეს. მოგვიანებით კი გალსტანიანმა განაცხადა, რომ აქცია დილიდან განახლდება და პარალელურად, ის პარლამენტის ფრაქციებთან პრემიერის იმპიჩმენტის თაობაზე კონსულტაციებს დაიწყებს.

 

 

imedinews.ge

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები