სოხუმისა და თბილისის წარმომადგენლები ენგურჰესზე შეხვდნენ

27.05.16 17:05


აფხაზური და ქართული მხარეები, კონკრეტულად კი, ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლები ერთმანეთს ენგურჰესზე შეხვდნენ და ჰესის მუშაობის ტექნიკური საკითხები განიხილეს. ინფორმაციას აპსნიპრესი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ძლიერი გვალვების შედეგად ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე წყლის დონემ 17 მეტრით დაიწია. მსგავსი ფაქტი, გამოცემის ინფორმაციითვე, რამდენიმე ათეული წლის წინ დაფიქსირდა.

"ამასთან, ელექტროქსელებზე საზღვრის ორივე მხარეს დატვირთვა გაიზარდა. ამასთან დაკავშირებით მხარეებმა შემოდგომა-ზამთრის პერიოდზე გადასვლის საკითხები განიხილეს", - წერს გამოცემა.

აპსნიპრესის ინფორმაციით, აფხაზურ მხარეს პარლამენტის დეპუტატი ასლან ბჟანია და "ჩერნომორენერგოს" გენერალური დირექტორი, ხოლო ქართულ მხარეს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ილია ელოშვილი და ირაკლი ხმალაძე წარმოადგენდნენ.

"წლებია, ენგურჰესი იყო, შეიძლება ითქვას, ერთადერთი ფაქიზი კომუნიკაცია- რაღაც ადამიანური, სოციალური, საქმიანი ურთიერთობების ხელჩასაჭიდი კავშირი", - განაცხადა რამდენიმე დღის წინ ენერგეტიკის მინისტრმა.

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები