მსოფლიო

ბერლინში საშობაო ბაზრობაზე სატვირთო მანქანა შეიჭრა - 9 გარდაცვლილი და რამდენიმე დაშავებული

20.12.16 15:15


ბერლინის ცენტრში მოწყობილ საშობაო ბაზრობაზე, ხალხის მასაში სატვირთო მანქანა შეიჭრა.

გერმანული მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა და 50-მდე დაიჭრა.

პოლიცია ვარაუდობს, რომ ეს იყო მიზანმიმართული თავდასხმა. ბაზრობა სადაც შემთხვევა მოხდა, ბერლინში ბრაიდშაიდპლაცზე, მთავარ სავაჭრო ქუჩის დასავლეთით მდებარეობს.

,,შემზარავი სცენა“ - ასე აღწერს ,,ბერლინერ მორგენპოსტი“ მომხდარს.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები