საზოგადოება

წმინდა სინოდის სხდომა დასრულებულია - რაზე ისუბრეს მღვდელმთავრებმა

22.12.16 20:10


საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა ცოტა ხნის წინ დასრლდა. სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი დუშეთის მიტროპოლიტმა ზოსიმემ გააკეთა.

მისი თქმით, პატრიარქის დაცვის საკითხზე, სასულიერო პირთა შორის დაპირისპირებასა და პატრიარქის მდივნის შორენა თეთრუაშვილის შესახებ არ ყოფილა. მეუფეს განმარტებით სინოდმა პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო დღეების აღსანიშნავი ღონისძიებების საკითხებზე ისაუბრეს.

,,როგორი იცით აღსაყდრების 40 წელი სრულდება და დღევანდელ სხდომაზე განვიხილეთ ის ღონისძიებები, რაც იქნება ამ დღესთან დაკავშირებით. იყო დიდი კრების დადგენილებაზე საუბარი, სადაც ბევრი დეტალი გასავლელია და ბევრი უზუსტობაა“ - განაცხადა მეუფე ზოსიმემ.

"დიდი მსოფლიო კრების დადგენილებებზე იყო საუბარი. იქ არის ზოგიერთი გაურკვევლობანი დასაზუსტებელი და კომისია შეიქმნა ამასთან დაკავშირებით."

ჟურნალისტების შეკითხვებზე, იმსჯელეს თუ არა პატრიარქის დაცვასთან, ან მდივანთან დაკავშირებით, მეუფე ზოსიმემ განაცხადა, რომ ამაზე საუბარი არ ყოფილა.

"კანონიზირება მოხდა, წმინდანად შეირაცხა იღუმენია ნინო ამილახვარი და იღუმენია თამარ მარჯანიშვილი,"-განაცხადა მეუფე ზოსიმემ.

სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებაზე გააკეთა კომენტარი სინოდის სხდომის დაწყებამდე მეუფე პეტრემ. ჭყონდიდისა და მარტვილის ეპისკოპოსი აცხადებს, რომ აუცილებელია აღდგეს საეკლესიო სამართალი. მეუფე დიდი საეკლესიო კრების მოწვევის შესაძლებლობაზეც საუბრობს.

„თუ სინოდს არ შესწევს ამის ძალა, მაშინ აუცილებლად უნდა მომზადდეს ე.წ. დიდი საეკლესიო კრება, რომელშიც ჩართულები იქნებიან როგორც სასულიერო პირები, ისე ერისკაცები, რაღაც რუის-ურბნისის მსგავსი, სადაც ყველა საკითხი ღვთის წყალობით მოგვარდება და საქართველოს შესწევს ამის ძალა“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.

ჭყონდიდელი ეპისკოპოსი მეუფე პეტრე პატრიარქის მდივან რეფერატს შორენა თეთრუაშვილს ეკელსიაში არსებულ პრობლემებში ბრალს სდებს და წმინდა სინოდის სხდომაზე საკითხის დაყენებას აპირებდა. მეუფე აცხადებდა, რომ სწორედ მის ხელშია მოქცეული განუსაზღვრელი ძალაუფლება.

,,მთავრი პრობლემა საქართველოს საპატრიარქოში არის განუსზღრველი ძალაუფლება პატრიარქის მდივნის ქალბატონის ხელში არსებული, რასაც უკავშირდება პრობლემების შექმნა.

დანარჩენი ადვილად მოგვარებადია. აუცილებლად უნდა აღსდგეს საეკლესიო სასამათლო და ეს პრობლემებო მოგვარდება.

მის ხელში არსებული განუსაზღვრელი ძალაუფლება არის თავი ამ პრობლემებისა, რუხი კარდინალის არსებობა მისი სახით“ - განაცხადა სინოდის დაწყების წინ მარტვილისა და ჭყონდიდის ეპისკოპოსმა.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები