საზოგადოება
05.01.17 14:45
სოფელ დუისში გუშინ მომხდარ ფაქტს პანკისის ხეობის ფუნდამენტური ისლამის თემის იმამი ბექხან ფარეულიძე ეხმაურება. გავრცელებულ განცხადებაში ბექხან ფარეულიძე საუბრობს ფაქტზე, რომლის მიხედვითაც, პანკისში რეგიონული განვითარების ცენტრის ოფისის დაწვის მცდელობას ჰქონდა ადგილი.
მისი თქმით, მომხდარმა ზიანი მიაყენა არა მხოლოდ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდს, არამედ პანკისის ხეობის მცხოვრებლებსაც:
„მინდა გამოვეხმაურო გუშინ სოფ. დუისში მომხდარ ფაქტს, რომელმაც მხოლოდ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდს კი არა, საერთოდ პანკისის ხეობის მცხოვრებლებს,მათ სახელს მიაყენა ზიანი.
ჩვენ წლების განმავლობაში ვმუშაობდით იმისთვის, რომ პანკისის ხეობაში დანაშაული და კრიმინალი აღკვეთილიყო, ამ მიმართულებით თვალსაჩინო შედეგსაც მივაღწიეთ. მაგრამ გუშინ განვითარებული მოვლენის შემდეგ,ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, პანკისელი მუსლიმების ეჭვმიტანილებად და სავარაუდო დამნაშავეებად გამოცხადება გვიჩენს კითხვებს და გვიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს სწორედ ისლამის და მუსლიმი ხალხის დისკრედიტაციის სურვილით ჩადენილი ქმედებაა.
მომხდარი ფაქტის შედეგად თუ ვინმე აღმოჩნდა წაგებული, ეს არც საზოგადოებრივი ცენტრია, რომელიც საბედნიეროდ არ დამწვარა და არც კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი, რადგან თუ მეტი მხარდამჭერი და გულშემატკივარი არ გაუჩნდა,საბედნიეროდ ზარალი არ მიუღია ამ ორგანიზაციას.
არც რეალური დამნაშავეა დაზარალებული, რომლის ვინაობაც ჯერ არ გამჟღავნებულა, თუმცა მოახერხეს და ჩირქი მოსცხეს ხეობის მუსლიმებს,გრძელდება მუსლიმების მიზანმიმართული დისკრედიტაცია.
ასევე, მსურს გმოვეხმაურო იზა ბექაურის მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს ცეკვისა და სიმღერის წრეების გამო მის წინააღმდეგ ადგილობრივი მუსლიმების მხრიდან იყო მუქარა, ეს მოვლენებიც ჩვენს თვალწინ, facebook გვერდზე განვითარდა, ყველა ჩვენგანს ჰქონდა საშუალება თვალი ედევნებინა იმ დიალოგისთვის,რომელიც არა ცეკვა-სიმღერის გამო, არამედ იზა ბექაურის და კიდევ რამდენიმე ხეობაში მომუშავე ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, რომლებიც საუბრობდნენ პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის დანიშნული სოციალური დახმარების არამიზნობრიობაზე, აღნიშნული ფაქტის დამახინჯებულად წარმოჩენის მცდელობაც გარკვეულ ეჭვებს ბადებს ჩვენში.
რაც შეეხება ქალთა უფლებებს, ისლამი და პანკისელი მუსლიმები დგანან ქალთა უფლებების და ქალთა კეთილდღეობის სადარაჯოზე ,ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ტელევიზიით გაჟღერებული განცხადებები, თითქოს მუსლიმებს ქალთა უფლებების საკითხი გვაღიზიანებს.
ამის ნათელი მაგალითი იყო ჩვენი სულიერი ლიდერის, აბდულ-ქერიმ ქავთარაშილის მიერ ჩატარებული ლექცია ქალთა უფლებების საკითხზე, ეს სწორედ ამ საზოგადოებრივ ცენტრში ჩატარდა. ჩვენ კი არ გვაღიზიანებს ეს თემა, პირიქით ფონდის მიერ სურვილის გამოხატვის შემთხვევაში ვთანამშრომლობთ კიდეც ამ საკითხებში.
მართალია ისლამის სწავლების მიხედვით ცეკვა და სიმღერა არ არის მიღებული, თუმცა ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვამართლებთ მსგავს რადიკალურ ქმედებებს, არც გაგვიმართლებია.
ბოლოს, ყველას გვინდა მოვუწოდოთ გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა საკუთარი განცხადებების მიმართ და მოეშვან ყოველგვარი მტკიცებულებების და ფაქტების გარეშე ადამიანების და უფრო მეტიც, ადამიანთა ჯგუფის დადანაშაულებას.
ეს არ მოუტანს არაფერს კარგს არც თითოეულ ჩვენგანს და არც ზოგადად პანკისის ხეობას.
პატივისცემით,პანკისის ხეობის იმამი; ბექხან ფარეულიძე“, - ნათქვამია განცხადებაში.
წყარო : /www.newposts.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24
-
კახა კალაძე - ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე
11:5001.05.24
-
11:2001.05.24
-
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
11:0001.05.24
-
შსს: საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ აქციამ სრულად მიიღო ძალადობრივი ხასიათი
10:3501.05.24
-
სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს
10:1401.05.24
-
1 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
9:5501.05.24
-
სომხები ოსმალეთის იმპერიაში – რა იყო, რა შეიძლებოდა ყოფილიყო და თანამედროვე რეალობა
7:0501.05.24
-
ანრი ოხანაშვილი - ტერმინი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ ფაქტის კონსტატაციაა
18:0030.04.24
-
ლუკ კოფი - ბრმა ადამიანსაც შეუძლია დაინახოს, რომ საქართველომ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია
17:2730.04.24
-
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - ილია დარჩიაშვილს ვურჩიე, გადახედოს ჩვენს დირექტივას
17:0030.04.24
-
პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილი აირჩია
16:2830.04.24
-
16:0030.04.24
-
15:3430.04.24
-
15:0530.04.24
-
მთავრობის დადგენილებით, 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა
14:2330.04.24
-
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტები 2019 წელთან შედარებით +44.4%-ით გაიზარდა
14:0030.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტები აღიკვეთა
13:3930.04.24
-
13:0730.04.24
-
12:4630.04.24