საზოგადოება

ბუნებრივი აირის გაზრდილი გადასახადები თბილისში: „ყაზტრანსგაზის“ განმარტება

06.01.17 19:10


საქართველოს დედაქალაქის მოსახლეობას ბუნებრივი აირის საფასური გაზრდილი მიუვიდა, რადგან გაზის მოხმარება გაიზარდა, განაცხადა გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზ—თბილისის“ დირექტორმა ფინანსებისა და მარკეტინგის საკითხებში ნინო თურმანიძემ.

თბილისის მოსახლეობის ნაწილმა მოხმარებული ბუნებრივი აირის გაზრდილ გადასახდელ თანხასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა. ისინი ამტკიცებენ, რომ 2016 წლის ნოემბერსა და დეკემბერში გამათბობლები ერთნაირი სიმძლავრით მუშაობდა, თუმცა ბოლო თვის გადასახადი თითქმის ერთნახევარჯერ გაიზარდა.

დაინტერესების შემთხვევაში ნებისმიერ აბონენტს შეუძლია თავადვე დაიანგარიშოს ბუნებრივი აირის როგორც მოცულობა, ისე ღირებულება, აღნიშნა მან.

„თუ აბონენტს ეჭვი ეპარება მრიცხველის გამართულ მუშაობაში, შეუძლია მოგვმართოს ჩვენ „ცხელ ხაზზე“ 240-40-04, ან ნებისმიერ სადისტრიბუციო ცენტრს“, – დასძინა „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენელმა. ამჟამად თბილისში ბუნებრივი აირის ტარიფი 1 კუბურ მეტრზე არის 45,62 თეთრი, ხოლო რეგიონებში — 40-დან 50 თეთრამდე. მიმდინარე კურსია: 1 აშშ დოლარი — 2,67 ლარი.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები